„თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან - მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი გამოჩნდა

02.02.25 16:01
„თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქციის მონაწილეები იკრიბებიან - მიმდებარე ტერიტორიაზე სპეცრაზმი გამოჩნდა

 

 

„თბილისი მოლთან“ საპროტესტო აქცია იწყება -   მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან პოლიციელები, ისინი საავტომობილო გზის პერიმეტრზე არიან განლაგებულნი.

"არ იქნება სამართალი, არ იქნება მშვიდობა" - სკანდირებენ ადგილზე შეკრებილები.

ამასთან "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, "საქართველოს უნივერსიტეტის" კომპუსის გვერდით სპეცრაზმელებიც გამოჩნდნენ. 

აქციის მონაწილეები ქვეყანაში ხელახალი არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ. აქციაზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსებიც.