უსამართლობა თქვენს კარზეც დააკაკუნებს - ირაკლი კუპრაძე "ოცნების" მხარდამჭერებს
"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე, რომელიც ამ წუთებში თბილისი მოლთან დაანონსებულ აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ "ოცნების" რეპრესიების მიუხედავად, ხალხს მაინც არ ეშინია და თავისუფლებისთვის ბრძოლას განაგრძობს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ოცნების" ამომრჩელებსაც მიმართავს და აფრთხილებს, რომ უსამართლობა მათ კარზეც აუცილებლად დააკაკუნებს. მისი თქმით, გამოსავალი ერთია და ის ქვეყნის რუსეთის რეჟიმისგან გადარჩენაა.
საქართველოს მოქალაქეების შეშინება გახდა შეუძლებელი, მიუხედავად იმისა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი, რა ყალბ კანონს მოაწერს ხელს ყაველაშვილი. მარტივი მოცემულობაა, ერთადერთი მიმართვა ეკუთვნის რუსული რეჟიმის ე.წ. ამომრჩეველს, რომელსაც ჰგონია, რომ ეს უსამართლობა მის კართან არ დააკაკუნებს, იმიტომ, რომ გუშინ არ ყო სავაჭრო ცენტრის გარშემო აქციის გამართვა სისხლის სამართლის დანაშაული და დღეს „ქართული ოცნების“ მიერ ეს შეირაცხა უკანონოდ სისხლის სამართლის დანაშაულად.ხვალ შეირაცხება სისხლის სამართლის დანაშაულად რუსთაველის გამზირზე დგომა. ფაქტობრივი მოცემულობაა. გუშინ დააკავეს ადამიანი, რომელსაც ფბ პოსტი ეწერა და ფბ პოსტის გაზიარების გამო, ხვალ დააკავებენ უბრალოდ აზრის გამოთქმის გამო. ეს ნანახია უკვე ბელორუსიაში, რუსეთში პუტინის რეჟიმის მიერ, ამიტომ ერთადერთი გზაა ეს ქვეყანა გადავარჩინოთ რუსული რეჟიმისგან, - ამბობს ირაკლი კუპრაძე.