ვერცერთი ნაბიჯით ვერ დაგვახევინებენ, ვიბრძოლებთ ბოლომდე! - სოფო ჯაფარიძე

02.02.25 18:05
ვერცერთი ნაბიჯით ვერ დაგვახევინებენ, ვიბრძოლებთ ბოლომდე! - სოფო ჯაფარიძე

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი სოფო ჯაფარიძე, რომელიც ამ წუთებში თბილისი მოლთან აქციაზე იმყოფება, ამბობს, რომ ხალხის პროტესტი არ გაჩერდება, ვიდრე ქვეყანაში ახალი არჩევნები არ ჩაინიშნება და პოლიტპატიმრები არ გათავისუფლდებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ოცნებას" არ უნდა ჰქონდეს იმედი, რომ ხალხი დაიღლება, რადგან ეს არ მოხდება. ჯაფარიძე ამბობს, რომ პროტესტი სულ უფრო აქტიური იქნება და საბოლოოდ, ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს. 

მათ თუ იმის იმედი აქვთ, რომ ხალხს დაღლიან, ერთი ნაბიჯით უკან დაგვახევინებენ, სულ ტყუილად. ხედავთ მათ სრულ პანიკას, უპრეცედენტო მობილიზებაა დღეს გომელაურის უწყების. რამდენიმე წუთის წინ უკვე სპეცრაზმიც გამოჩნდა ტერიტორიაზე. მათ ეშინიათ ხალხის, ეშნიათ ადამიანების, რომლებიც იბრძვიან. ვერცერთი წამით ვერ გაგვაჩერებენ, ვერცერთი ნაბიჯით უკან ვერ დაგვახევინებენ, ვიბრძოლებთ ბოლომდე. ხედავთ, რომ საპროტესტო მუხტი მატულობს და მატულობს, კიდევ უფრო მეტი ადამიანი გამოვა ქუჩაში, კიდევ უფრო მეტად გაიზრდება საპროტესტო ტალღა და მოთხოვნა რჩება ცხადია, უცვლელი: დაუყოვნებლივი გათავისუფლება რეჟიმის ტყვეები, დაუყოვნებლივი გათავისუფლება მზია ამაღლობელის, რომელიც 22 დღეა შიმშილობს და ცხადია, ხელახალი არჩევნები. დაინიშნება ხელახალი არჩევნები და აუცილებლად ამ ქვეყანას ეყოლება კოალიციური,ლეგიტიმური ხელისუფლება და ამ ქვეყანას დავაყენებთ დაჩქარებული წესით ევროპულ გზაზე და ეს უსამართლობა დასრულდება, რა უსამართლობასაც ყოველდღიურად ვუყურებთ. დიახ, ყველა ნაბიჯი იქნება მხოლოდ წინ ევროპისკენ. არცერთი წამით არ გავჩერდებით, უფრო და უფრო აქტიური იქნება პროტესტი და აუცილებლად ეს პროტესტი ქართველი ხალხის, საქართველოს გამარჯვებით დასრულდება, - ამბობს სოფო ჯაფარიძე.  

მსგავსი სიახლეები