"ოცნებას" იმედები უცრუვდება - ქართული კოშმარის არაღიარების აქტს ოთხით მეტი თანაინიციატორი ჰყავს
ქართული კოშმარის არაღიარების აქტს ოთხით მეტი თანაინიციატორი ჰყავს. ტრამპის იმედზე მყოფ ივანიშვილის პარტიას იმედები უცრუვდება. მხოლოდ ბოლო 24 საათში კონგრესში ინიცირებულ დოკუმენტს ორი მომხრე სწორედ ამერიკის 47-ზე პრეზიდენტის პოლიტიკური გუნდიდან გამოუჩნდა. თუ ამერიკელი კანონმდებლები ჯო ვილსონისს ინიცირებულ პროექტს საბოლოოდ მიიღებენ, ქართველი ოლიგარქის პარტია პოლიტიკურად კეთროვანად გადაიქცევა და მათ შტატებში ხმის გამცემიც კი არავინ ეყოლება. სავარაუდოა, რომ არაღიარების დოკუმენტს მოყვება კიდევ უფრო მეტი სანქცია შტატებიდან, რაც სარკისებულ ეფექტს ჰპოვებს ევროპაში.
ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ყველაფერი ქართველი ხალხის დაუღალავი ბრძოლის შედეგად ხდება.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.