პროტესტის 67-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

02.02.25 22:11
პროტესტის 67-ე დღე - რუსთაველის გამზირი გადაიკეტა

რუსთაველის გამზირი გადაიკეტა - პარლამენტის შენობასთან მოქალაქეებმა შეკრება მას შემდეგ დაიწყეს, რაც პოლიციელთა მხროდან ძალადობის კადრები პირდაპირ ეთერში ნახეს. 

ადგილზე პოლიციის უპრეცედენტო რაოდენობაა მობილიზებული - შს სამინისტროს წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს თავდაპირველად გამზირის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდნენ, თუმცა ხალხის სიმრავლის გამო, თბილისის მთავარი გამზირი ავტომატურად გადაიკეტა. 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას შეუერთდდებიან აღმაშენებლის ხეივნიდან საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები.