თენგო თევზაძე: ნიკა მელიას ვერ ვპოულობთ!

02.02.25 22:25
თენგო თევზაძე: ნიკა მელიას ვერ ვპოულობთ!

“კოალიცია ცვლილებისთვის"  ლიდერი, თენგო თევზაძე "ტვ პირველის" ეთერში ამბობს, რომ ამ დრომდე უცნობია, სად ჰყავთ გადაყვანილი ნიკა მელია, რომელიც დღეს "თბილისის მოლის" მიმდებარედ, აქციაზე დააკავეს. 

თევზაძე "ქართულ ოცნებას" მოუწოდებს, დაუყოვნბებლივ გაათავისუფლოს დიმიტრი ბიძინაშვილიც, რომელიც ასევე შსს-მ დააკავა და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა. 

რაც შეეხება უშუალოდ მისი განრიდების ფაქტს, პოლიტიკოსის თქმით, ის მაშინ გაიყვანეს, როცა პოლიციამ ნიკა მელია დააკავა. 

ფოტო: პუბლიკა

 

მსგავსი სიახლეები