ჯო უილსონი: დროა, ევროკავშირმა სანქცია დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლობლებს

03.02.25 00:00
ჯო უილსონი: დროა, ევროკავშირმა სანქცია დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლობლებს

"მე კვლავ შთაგონებული ვარ ქართველი ხალხის სიმამაცით, რომელიც 67-ე დღეა ამ წუთებშიც ქუჩაში დგას ივანიშვილის უკანონო რეჟიმის გასაპროტესტებლად"- ამის შესახებ კონგრესმენი, ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, ჯო უილსონი X-ზე წერს, რითაც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

კონგრესმენის თქმით, სასტიკმა რეჟიმმა გაუყალბა არჩევნები და ახლა მათ ესხმის თავს, აკავებს და მათ სახლებს არბევს.

დროა, ევროკავშირმა სანქცია დაუწესოს არალეგიტიმურ ივანიშვილს და მის ახლობლებს, რომლებმაც გააყალბეს ოქტომბრის არჩევნები და ახლა სასტიკად არბევენ ქართველ ხალხს. სამწუხაროდ, უნგრეთი და სლოვაკეთი არასწორად ბლოკავენ სანქციებს. მოვუწოდებ ნატოს ამ მოკავშირეებს მოხსნან ბლოკი!" - წერს კონგრესმენი. 

მსგავსი სიახლეები