საია მიმართავს გენერალურ პროკურატურას, დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა "ხარებას" მიმართ და შეუჩერდეს უფლებამოსილება
საია საქართველოს გენერალურ პროკურორს, გიორგი გაბიტაშვილს, მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს ზვიად ხარაზიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა, შეუჩეროს მას უფლებამოსილება და უზრუნველყოსგამოძიების ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობა.
საია-ს ცნობით, გავრცელებულ კადრებში ნათლად ჩანს საპოლიციო ძალების ეფექტიან კონტროლს დაქვემდებარებულ ადამიანზე ზვიად ხარაზიშვილის მიერ განხორციელებული ძალადობა;
მესამე სექტორში აღნიშნავენ, რომ ასევე, 2024 წლის ნოემბერი-დეკემბრის აქციების კონტექსტში განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩადენილი განმეორებითი და სისტემური დანაშაული იწვევს მის, როგორც მეთაურის პასუხისმგებლობას.
ვრცლად https://gyla.ge/…/saia-kharazishvilis-siskhlis-samartlebriv…