გიორგი ქადაგიძე სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, პოლიტიკური ნიშნით დააკავეს - ადვოკატი
ეროვნული ბანკის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ქადაგიძის ადვოკატი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავება უსაფუძვლოდ, პოლიტიკური ნიშნით მოხდა. ინტერესების დამცველის თქმით, ქადაგიძე ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, ხოლო როგორ განვითარდება მოვლენები, ცნობილი მოგვიანებით გახდება.
გიორგი ქადაგიძე საპროტესტო აქციის მსვლელობისას დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, ძალის გამოყენებით ჩასვეს მანქანაში. როგორ ჩვენთვის ცნობილია, იგი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება. ცხადია, იგი დაკავებულია ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე პოლიტიკური ნიშნით და როგორ განვითარდება მოვლენები ამასთან დაკავშირებით უკვე მოგვიანებით გახდება ცნობილი, - ამბობს შოთა კახიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილისში მიმდინარე აქციაზე, გიორგი ქადაგიძე დააკავეს. როგორც ფაქტის შემსწრე მოქალაქეები აღნიშნავენ, ის სანაპიროზე ტროტუარიდან აიყვანეს.