უგულავა ძალადობრივი, დანაშაულებრივი მეთოდებით დააკავეს - ირაკლი აბესაძე

03.02.25 11:47
უგულავა ძალადობრივი, დანაშაულებრივი მეთოდებით დააკავეს - ირაკლი აბესაძე

"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ გიგი უგულავა პოლიციამ გუში ძალადობრივი, დანაშაულებრივი მეთოდებით დააკავა. მისი თქმით, პოლიტიკოსი ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული, თუმცა თავად უგულავა არ გამორიცხავს, რომ ის 15 დღიან პატიმრობაში გაუშვან, რადგან სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს.

გიგი უგულავა დაკავებულია ადმინისტრაციული კოდექსის 173 მუხლით, ე.წ. პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის აბსურდული საფუძვლით. ის განთავსებულია მთავარ სამმართველოში. ყველამ ნახა ვიდეო კადრებში როგორ ძალადობრივად მოხდა მისი დაკავება ისევე, როგორც აქციის სხვა მონაწილეების. სამწუხაროდ, რამდენიმე მათგანი, ჩვენ ვნახეთ, რომ კლინიკაშიც მოხვდა და პრინციპში, ნათელია, რომ პოლიციას აქვს ხელისუფლების მხრიდან დავალება მიცემული, რომ დანაშაულებრივად იძალადონ მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე. დაკავება, ისევე როგორც სხვების შემთხვევაში, იყო ცალსახად ძალადობრივი და დანაშაულებრივი. არის ძალიან შემართებით, ბრძოლის ხასიათზე. ის არ ელოდება, რომ სასამართლო სწრაფად ჩატარდება და სამართლიანი იქნება. ასე რომ, ის 15 დღიანი პატიმრობა შეიძლება, თავისუფლად იქნეს გამოყენებული უგულავას შემთხვევაში, თუმცა ვნახავთ და მივიღებთ ამ პოლიტიკურ აქტში მონაწილეობას, - ამბობს ირაკლი აბესაძე.

შეგახსენებთ, რომ გიგი უგუალავა გუშინ თბილისი მოლთან გამართულ აქციაზე დააკავეს.  

მსგავსი სიახლეები