პრიგოჟინისნაირი ეზოს ქოფაკები ცუდად ამთავრებენ - თამაზ დათუნაშვილი ხარებაზე
კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი თამაზ დათუნაშვილი განსაკუთრებული სისასტიკით ცნობილ ხარებას პრიგოჟინს ადარებს. მისი თქმით, ასეთი "ეზოს ქოფაკები" ყველა რუს მმართველს თავის არსენალში აუცილებლად ჰყავს, რომლებიც მერე თავისივე პატრონებს ღალატობენ.
დათუნაშვილი დარწმუნებულია, რომ ივანიშვილის მითითებების გარეშე ვერც ხარება და ვერც სხვა ძალოვნები ამდენს ვერ გაბედავდნენ.
ივანიშვილის ძალადობის პარადიგმა არის თავიდან ბოლომდე რუსული. ამ რუსულ პარადიგმაში არსებობს „პალაჟენცები“. ბოლო ასეთი „პალაჟენეცი“ იყო პრიგოჟინი. პრიგოჟინები როგორ იქცევიან, როცა მას აძლევ „ბესპრეძელის“, ყველაფრის უფლებას, ჩვენ დავინახეთ რუსეთში. პროგოჟინისნაირი არსებაა ხარაზიშვილიც, ეზოს ქოფაკი, რომელიც ყველა მოოლიგარქო რუსულ არსებას თავის არსენალში ყოველთვის ჰყავს. ოღონდ, ეგეთი ქოფაკები მერე ძალიან ცუდ რაღაცეებს აკეთებენ ხოლმე ისევ თავისი პატრონის მიმართ. პირველ რიგში პატრონს ღალატობენ და შემდეგ ცუდად ამთავრებენ. დარწმუნებული ვარ, რომ გაწერილად არის პრიგოჟინის ბიოგრაფია, ერთი ერთში აკვდება ხარებას. რა თქმა უნდა, ივანიშვილის გარეშე ამდენს ვერ გაბედავს. მე ვიცი, რომ სისტემის შიგნით არიან ბევრი ხელმძღვანელები, რომლისთვისაც უკვე აუტანელია ის „ბესპრეძელი“, რომელიც დამყარებული აქვს ამ კაცს, - ამბობს თამაზ დათუნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილის მოლთან გამართულ აქციაზე პოლიციამ მოულოდნელად ძალადობრივი მეთოდები დაკავებები დაიწყო. დაკავებულებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები და აქტივისტები.
ტვ პირველის მიერ გუშინ ექსკლუზიურად გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ "თბილისი მოლთან" დაკავებულები პოლიციელებს ზვიად ხარაზიშვილთან მიჰყავთ, "ხარება" კი დაჭერილებს ფიზიკურად უსწორდება.
კადრებში ნათლად ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოქალაქეს წიხლებს ურტყამს.