ყველა ომში, სადაც კანონები ირღვევა, მონაწილეობს რუსეთი, ეს ვიხილეთ გუშინ - ნიკა ფარულავა

03.02.25 13:34
ყველა ომში, სადაც კანონები ირღვევა, მონაწილეობს რუსეთი, ეს ვიხილეთ გუშინ - ნიკა ფარულავა

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი ნიკა ფარულავა გუშინ თბილისი მოლთან განვითარებულ მოვლენებშ რუსულ ხელწერას ხედავს. მისი თქმით, გუშინ ძალოვანები ქართული ტრადიციების წინააღმდეგ წავიდნენ, როდესაც ნიღაბ ამოფარებულები ქალებს დასდევდნენ და აგინებდნენ.

დაკავებული ადამიანი, ხელბორკილებ დადებული მიჰყავთ და საჩვენებლად ფიზიკურად უსწორდებიან, ამაზე დიდი არაქართველობა არ არსებობს. ყველა ომში, სადაც კანონები ირღვევა, მონაწილეობს რუსეთი. ეს ვიხილეთ გუშინ. გუშინ ვიხილეთ წასვლა ქართული ტრადიციების წინააღმდეგ. არ არის ქართული ის, რომ ქალებს სდიო, აგინო, „ასლარიანები“ ეძახო და თან ამ ყველაფერს ნიღაბ ამოფარებული აკეთებდე და თითქოს ტრადიციებს იცავდე, - ამბობს ნიკა ფარულავა. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ თბილის მოლთან გამართულ აქციაზე პოლიციამ მოულოდნელად ძალადობრივი მეთოდები დაკავებები დაიწყო. დაკავებულებს შორის იყვნენ პოლიტიკოსები და აქტივისტები. 

ტვ პირველის მიერ გუშინ ექსკლუზიურად გადაღებულ კადრებში ჩანს, რომ "თბილისი მოლთან" დაკავებულები  პოლიციელებს ზვიად ხარაზიშვილთან მიჰყავთ, "ხარება" კი დაჭერილებს ფიზიკურად უსწორდება.

კადრებში ნათლად ჩანს, რომ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი მოქალაქეს წიხლებს ურტყამს.

 

მსგავსი სიახლეები