პოლიტიკური კრიზისი და რეჟიმის სისასტიკე - ოპოზიცია ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვდა

03.02.25 14:14
პოლიტიკური კრიზისი და რეჟიმის სისასტიკე - ოპოზიცია ევროსაბჭოს დელეგაციას შეხვდა

ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები, რეჟიმის სისასტიკე და პოლიტიკური კრიზისი - ამ საკითხებზე ესაუბრა ევროპის საბჭოს წარმომადგნელებს ოპოზიცია. ევროპის ქვეყნებიდან ჩამოსულ დელეგაციას "ძლიერი საქართველოს", "კოალიცია ცვლილებისთვის" და ნაციონალური მოძრაობის ლიდერები  შეხვდნენ.

განვიხილეთ ქვეყანაში შექმნილი ვითარება, ის უმძიმესი ანტიდემოკრატიული სიტუაცია, რომელიც დღეს არის საქართველოში, რაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას აშორებს სრულიად ცივილიზებულ სამყაროს და აახლოებს ისეთ სახელმწიფოებთან, როგორიც არის რუსეთი, ჩინეთი და ირანი. ჩვენ, ბუნებრივია, ძალიან მყარი აზრი გადავეცით ჩენს კოლეგებს, რომ ახალი საპარლამენტო არჩევნები, პოლიტპატიმრების დაუყოვნებლივი გათავისუფლება და შესაბამისი რეფორმები არის ერთადერთი გზა წინ ამ უმძიმესი პოლიტიკური, მორალური და საზოგადოებრივი კრიზისიდან გამოსვლის კუთხით. რასაკვირველია, უპირველეს ყოვლისა, იყო საუბარი იმ ფართომასშტაბიან ტერორზე, რომელსაც ე.წ. სახელმწიფო დღეს საკუთარ მშვიდობიან მოქალაქეებს უწყობს, - ამბობს გრიგოლ გეგელია.

უცხოელი პოლიტიკოსები დღეს ამ საკითხებზე პასუხებს მოისმენენ "ქართული ოცნების" წევრებისგანაც. ამის მიუხედავად, თბილისში ჩამოსული დელეგაცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ივანიშვილის თანაგუნდელების პირისპირ დაჯდომა "ოცნების" ლეგიტიმურობის აღიარებას არ ნიშნავს.

მსგავსი სიახლეები