ექსკლუზივი: აღმოჩენილია წამების მანქანა, დადგენილია "ხარებას" დავალებების შემსრულებლის ვინაობა
მაღალი გარჩევადობის ვიდეომასალის გაშიფვრის შემდეგ "ტვ პირველმა" "ხარებას" დავალებების შემსრულებლის ვინაობა დაადგინა, ეს არის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, იოსებ (სოსო) მარგველაშვილი.
კადრებით დასტურდება, რომ ის უშალოდ დაკავებისა და წამების მანქანების პერიმეტრს აკონტროლებდა, ვიდეომასალით რომელიც "შაბათის ეთერის" გამომძიებელმა ჟურნალისტმა გუნდმა გადაიღო, დგინდება, რომ ჯერ "ხარებას" დავალებას იღებს და შემდეგ დაკავების მანქანებთან ინაცვლებს, მაღალი ალბათობით, სწორით ის არის ერთ ერთი პირი, ვინც გედევან კუპრავას დაკავების მანქანასთან უსწორდება.
ეს კიდევ ყველაფერი არის ჩვენს, "ტვ პირველის" ხელშია წამების მანქანების სერიული ნომრებიც (UD-117-DU), სადაც ნაცემ მომიტინგეებს სპეცრაზმელები ათავსებდნენ და სასტიკად უსწორდებოდნენ.