სოციალური პოლიტიკის მსხვერპლი - დევნილები "ოცნების" გულგრილობას აპროტესტებენ
ჯანდაცვის სამინისტროსთან აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირები არიან შეკრებილი - ისინი "ქართული ოცნების" გულგრილობას აპროტესტებენ, უყურადღებობას, რის გამოც, დევნილთა თქმით, 44 წლის დევნილმა ზამირ კვეკვესკირმა თავი დაიწვა.
ოჩამჩირიდან დევნილი წლების განმავლობაში ითხოვდა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას.
კვეკვესკირების ოჯახის გარდა, ბინებით დაკმაყოფილება სხვა დევნილებსაც ესაჭიროებათ. ისინი ამ წუთებში მიხეილ სარჯველაძის სამსახურთან საკუთარ მძიმე ისტორიებს ჰყვებიან.
"კორუფციული რეჟიმი კლავს დევნილებს”, - ამბობენ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წინ შეკრებილები.
კორუფციულ რეჟიმს დევნილები თვითმკვლელობამდე მიჰყავს უკვე მრავალი წელია”, - აღნიშნავენაქციის მონაწილეები.