მიხეილ ყველაშვილმა პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარუდგინა
"ქართული ოცნების" პრეზიდენტმა, მიხეილ ყველაშვილმა ერთპარტიულ პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის 4 კანდიდატი წარუდგინა.
ესენი არიან:
- ვახტანგ ბურკიაშვილი,
- ოთარ შამუგია, (სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი)
- ლევან ძნელაძე,
- ნინო ჯელაძე
ამჟამად ეროვნულ ბანკს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა მართავს. 2023 წლს ვიცე-პრეზიდენტების პოსტები ეკატერინე მიქაბაძემ და ეკატერინე გალდავამ დაიკავეს. თეიმურაზ ხომერიკი და ნანა ყეინიშვილი კი საბჭოს არააღმასრულებელი წევრები არიან.
2023 წლს ეროვნული ბანკის სამმა ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა, პაპუნა ლეჟავამ და ნიკოლოზ გაგუამ თანამდებობები პროტესტის ნიშნად დატოვეს - მაშინ ნათია თურნავამ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებით საგამონაკლისო ბრძანები გამოსცა.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა დაბლოკა სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებად გიორგი ბაქრაძე და დიმიტრი ჯაფარიძე.