ანდრო ჭიჭინაძის წერილი გლდანის ციხიდან

03.02.25 16:43
ანდრო ჭიჭინაძის წერილი გლდანის ციხიდან

სინდისის პატიმრის, მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის წერილი გლდანის ციხიდან. რეჟიმის ტყვე ყველა მოშიმშილე პატიმარს სოლიდარობას უცხადებს. 

"ჩვენ ყველას გვჭირდება თქვენი ჯანმრთელობა და მხნედ ყოფნა!" - მიმართავს  ანდრო ჭიჭინაძე მოშიმშილეებს

TVPIRVELI.GE წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"სოლიდარობა და გვერდში დგომა მინდა გამოვხატო თითოეული მოშიმშილე პატიმრის მიმართ და არამარტო პატიმრის, ასევე, ლაშა ჩხვიმიანის მიმართ, რომელიც არის მაგალითი ღირსების და ადამიანობის მთელი მისი ბიოგრაფიით, ჯანმრთელობას და მხნეობას ვუსურვებ თითოეულ მათგანს.

აუცილებლად ცალკე უნდა ვახსენო მზია ამაღლობელი, რომელიც სამაგალითოდ იბრძოდა სიმართლით ყველა რეჟიმის წინააღმდეგ. მზიას პროფესიონალიზმი და მებრძოლი ხასიათი არის მისი პატიმრობის მიზეზი.

ჩვენ ყველას გვჭირდება თქვენი ჯანმრთელობა და მხნედ ყოფნა!"

ა.ჭიჭინაძე 
03.02.2025 წ.
გლდანის ციხე.

მსგავსი სიახლეები