სასტიკად ნაცემი მომიტინგე რეჟიმის მხარდამჭერებს: "ჩათვალეთ, რომ თქვენ მცემეთ, ცხვირი თქვენ გამიტეხეთ"
პირველებმა ჩაწერა კიდევ ერთი ინტერვიუ წამების მსხვერპლთან - გომელაურის ბანდის მიერ "თბილისის მოლთან" ნაცემი გედევან კუპრავა შავოსანი ნიღბიანების თავდასხმას TV პირველთან იხსენებს.
29 წლის მამაკაცი ჰყვება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მას უმიზეზოდ იმ დროს დაესხნენ თავს, როცა იდგა და მშვიდობიან პროტესტს გამოხატავდა.
კუპრავას დამიზნებით თავის არეში ურტყეს. ახალგაზრდას ცხვირის ძვალი აქვს დამტვრეული და ოპერაცია სჭირდება.
მას შემდეგ აგვიყვანეს, რაც ადგილზე "ხარება" მოვიდა და ხალხს აგინა. ამაღლებულ ადგილზე ვიდექი, როცა კონკრეტული ადამიანის მიმართულებით ამოცვივდნენ. არ არჩევდნ არავის, ქალებს, ბავშვებს. ერთადერთი, რაც ვუთხარი - ქალს ნუ ურტყამთ! ამის შემდეგ წამათრიეს. კადრებშიც, ბოლოში ჩანს, რომ ჩემით ვჯდები დაკავების მანქანაში. იმდენი მირტყეს, პოლიციელი გავწიე, მეთქი მე თვითონ შევალ.
საერთოდ არ აღგიქვემენ, როგორც პირონებას, აღგიქვემენ, როგორც მტერს, რომელიც უბრალოდ უნდა დასაჯონ, გაანადგურონ - რაღაც უმდა დაუზიანონ. ვერ გიტანენ!
გზაშიც მირტყამდნენ, როცა ვეკითხებოდი, რა მიზეზით მირტყამდნენ, თუმცა ის უბრალოდ გირტყამს - რაც მანიაკალური გამოვლინებაა ამ სისტემის"- აცხადებს წამების მსხვერპლი.
გრაფიკული დიზაინერი ჰყვება, რომ დაკავების მანქანაში მასზე ბევრად მძიმე მდგომარეობაში მყოფი აქციის მონაწილეები ნახა.
ერთ ბიჭს, მხედველობა ჰქონდა დაკარგული. ძალიან ცუდ დღეში ჰქონდა თვალი, ვეღარ ვუყურებდი. გასიებლი ჰქონდა, თვალი სისხლით იყო სავსე. მინდა ჩემს თანამოქალაქეებს მივმართო: ბევრი თქვენგანის ხელია დღეს ჩემს სახეზე - მიცნობთ და ძალიან კარგად იცით, რომ მე იქ არაფერი გამიკეთებია და ძალიან კარგად იცით, რომ უსამართლოდ დამარტყეს. ჩათბალეთ, რომ ცხვირი, რომელიც გატეხილი მაქვს, თქვენ გამიტეხეთ, თქვენი გაკეთებულია ისიც, რომ ტვინის შერყევა აღმენიშნება. მე მოძალადეები სახეზე არ მინახავს, ვიცი ვინ დგას მათ უკან და ვინ ამართლებს მათ საქციელს და გეუბნება: "აბა იქ თუ დგახარ, რას ელოდები?!". პროტესტი ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, სისულელეა, ამის გამო ადამიანი სცემო"- აღნიშნავს გედევან კუპრავა.