სანდრო ბარამიძე: რეჟიმი ცდილობს, შური იძიოს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებზე

03.02.25 18:11
სანდრო ბარამიძე: რეჟიმი ცდილობს, შური იძიოს მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეებზე

რეჟიმი ცდილობს,  ჩაახშოს მშვიდობიანი პროტესტი და შური იძიოს პროტესტის მონაწილეებზე - ასე აფასებს იურისტი სანდრო ბარამიძე "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ ახალ რეპრესიულ კანონს. 

  • „ქართული ოცნების“ პარლამენტი გეგმავს, დემონსტრაციების შესაზღუდად კანონმდებლობა გაამკაცროს.

  • კერძოდ, გაზარდოს ჯარიმები და პატიმრობის ვადა. 

რეჟიმი ცდილობს, კიდევ უფრო გაამკაცროს თავისი სისხლის სამართლის პოლიტიკა, რომელიც მიმართულია იქითკენ, რომ ჩაახშოს მშვიდობიანი პროტესტი და შური იძიოს პროტესტის მონაწილეებზე. როცა მე იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი, ერთ ერთი ცვლილება, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" მოიტანა, იყო ის, რომ 90 დღიანი პატიმრობა შეამცირა 15 დღემდე - ეს იყო ერთ-ერთი სწორედ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ ძალიან კარგი სტანდარტი გვქონდა სანამ ეს ფაშისტური რეჟიმი მთელი მისი პოლიტიკის ფაშივაზიაზე გადავიდოდა"- თქვა იურისტმა. 

ქართული ოცნება ადმინისტრაციულ პატიმრობას 60-დღემდე ზრდის, დახურულ სივრცეებში აქციებს კი კრძალავს. შესაბამისი განცხადება ოცნების წევრმა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, მესაკუთრის წინასწარი თანხმობის გარეშე იკრძალება დახურულ სივრცეში, შენობებში აქციების ჩატარება.

მესამე სექტორის, პოლიტიკოსებისა და აქციის მონაწილეთა შეფასებით, ახალგაზრდების პროტესტით შეწუხებული ქართული ოცნება დახურულ სივრცეში მათ შორის უნივერსიტეტებში აქციის გამართვას კრძალავს.

დასჯადი ხდება პოლიტიკური თანამდებობის პირისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფს მიყენება. 

მსგავსი სიახლეები