დიპლომატიური პასპორტებით მალდივებზე - როგორ ცდილობს რეჟიმის პრემიერი სანქცირებული თანაგუნდელებისთვის განსაცდელის შემსუბუქებას?

03.02.25 20:36
დიპლომატიური პასპორტებით მალდივებზე - როგორ ცდილობს რეჟიმის პრემიერი სანქცირებული თანაგუნდელებისთვის განსაცდელის შემსუბუქებას?

ეგზოტიკური სანაპირო ვილებით, ბუნგალოებით და ინდოეთის ოკეანის დაუსრულებელი პლაჟებით, ეს მალდივებია. როგორც ამბობენ, სამოთხე დედამიწაზე. ფერადი ეროვნული სამზარეულო, ამაღელვებელი დაივინგი და მშვიდი ატმოსფერო - ეს ის არის, რაც ტურისტებს აქ ყველაზე მეტად იზიდავს.

შესაძლოა მალე მალდივების რესპუბლიკა ივანიშვილის პარტიის წევრებისთვის ახალი თავგადასავლების ადგილად იქცეს. ევროპაში მათ უკვე აღარ ელიან. ზოგისთვის არაბული არდადეგებიც მხოლოდ წარსულის მოგონება, ამიტომ შემდეგი გაჩერება მალდივების რესპუბლიკაა.

ეს არის განკარგულება, რომელსაც ხელს ივანიშვილის პრემიერი აწერს. ირაკლი კობახიძე მალდივების რესპუბლიკასთან მოლაპარაკებებს იწყებს. ევროკავშირის მიერ დაბლოკილი დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების შემდეგ, ლურჯი და შავი სამგზავრო დოკუმენტების მფლობელებმა აქ მაინც იარონ უვიზოდ. როგორ ჩანს, ტოტალური სანქციები ქვეშ მოქცეული რეჟიმის მსახურების დარდების გაქარვებას ახლა მალდივებით ცდილობენ. 

ევროკავშირმა ივანიშვილის პარტიის წევრები ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის გამო დასაჯა. ამიტომ არის, რომ ვისაც დიპლომატიური პასპორტები ჰქონდა, ახლა ვიზების გრძელ რიგებში უწევთ დგომა. ჩნდება ეჭვი, რომ ივანიშვილს გუნდი ახლა გაცამტვერებული რეპუტაციის აღდგენით არის დაკავებული. 

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები