რეჟიმი ხალხს ახალ რეპრესიებს უანონსებს - ივანიშვილის გუნდი დრაკონული კანონების მისაღებად ემზადება

03.02.25 20:24
რეჟიმი  ხალხს ახალ რეპრესიებს უანონსებს - ივანიშვილის გუნდი დრაკონული კანონების მისაღებად ემზადება

სტუდენტების პროტესტით შეწუხებული რეჟიმი სტუდენტის ციხით ემუქრება - "ქართული ოცნება" ცვლის კანონს და დახურულ სივრცეში აქციის გასამართად შენობის მფლობელის თანხმობა იქნება საჭირო.

თსუ, სამხატვრო აკადემია, თეატრალური უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტი - ოთხივე ეს სასწავლებელი სტუდენტების პროტესტის ეპიცენტრია. ოთხივე შენობა სახელმწიფოს ეკუთვნის. გამოდის, რომ თუ რეჟიმი სტუდენტს უფლებას არ მისცეს, მაშინ შენობის შიგნით რამის გაპროტესტება ციხით დაისჯება. 

უწყვეტი საპროტესტო აქციების პასუხად რეჟიმმა რეპრესიული კანონები დეკემბერში მიიღო. ჯარიმები გაზარდეს, სასჯელი გაამკაცრეს. ამ ნაბიჯებმა აქციები ვერ გააჩერა, ამიტომ ახლა ადმინისტრაციული პატიმრობის ვადას 15-იდან 60-დღემდე ზრდიან. 

ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები