"მდინარაძის დღევანდელი განცხადებები მცდარია და ცოდნის ნაკლებობას წარმოაჩენს" - ამერიკის საელჩო "ოცნებას" პასუხობს

03.02.25 19:04
"მდინარაძის დღევანდელი განცხადებები მცდარია და ცოდნის ნაკლებობას წარმოაჩენს" - ამერიკის საელჩო "ოცნებას" პასუხობს

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო "ქართული ოცნების" ერთ-ერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს პასუხობს - დიპლომატიური უწყება ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენელს დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ მდინარაძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებები მცდარია. 

  • საუბარია მამუკა მდინარაძის მიერ 3 თებერვალს გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც თქვა, რომ "თავად აშშ-ის ლიდერები და პრეზიდენტი ტრამპიც საუბრობს იმ დიდ ბოროტებაზე, რომელიც USAID-ის, NED-ის მხრიდან მოდიოდა. USAID-ის და NED-ის არაერთი ათეული მილიონი ამ ქვეყანაში ხალხის ნების უგულებელყოფასა და გარედან დალაგებული რევოლუციის უზრუნველყოფას ხმარდებოდა. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ქუჩის აქციები, ის პიარკამპანიები და მავნებლობები, მათ შორის, აშშ-ის საელჩოსგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს, წარმოდგენა არ აქვს რა ხდება საქართველოში".

ბატონი მდინარაძის დღევანდელი განცხადებები სრულიად მცდარია და წარმოაჩენს ცოდნის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ რას აკეთებს შეერთებული შტატების საელჩო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტების მხარდასაჭრად  - გახდეს ამერიკა უფრო უსაფრთხო, უფრო ძლიერი და უფრო წარმატებული." - წერს საელჩო. 

მსგავსი სიახლეები