"ოცნების" სასტიკი ძალადობა მიუღებელია - ცაჰკნა
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციელთა მხრიდან ძალადობას გმობს.
მარგუს ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს, რომ 2 თებერვალს განვითარებული მოვლენები კიდევ ერთი მაგალითია "ოცნების" მცდელობებისა, კრიტიკული მედია და კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეები გაანადგუროს.
საქართველოს მმართველი პარტიის სასტიკი ძალადობა, რომელიც ბოლო დღეებში გამძაფრდა, მიუღებელია. ეს კიდევ ერთი მაგალითია, "ქართული ოცნების" მცდელობებისა, რომ დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და დემოკრატიული ოპოზიცია გაანადგუროს და ხალხი სასტიკად ჩაახშოს“, - წერს მარგუს ცაჰკნა.