"მოვუწოდებ იოსელიანს, შეაფასოს, რა საფრთხის შემცველია მდინარაძის განცხადება" - მეტრეველი
მამუკა მდინარაძის მიერ ახალგაზრდა ქალებზე გაკეთებული განცხადების შემდეგ, კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეა მეტრეველი სახალხო დამცველს მიმართავს.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ლევან იოსელიას სთხოვს შეაფასოს "ქართული ოცნების" ლიდერის განცხადება და საჯაროდ თქვას, წაახალისებს თუ არა ქალების მიმართ ძალადობას მდინარაძის კომენტარი.
Levan Ioseliani თვლით თუ არა, რომ მამუკა მდინარაძის განცხადება პროტესტის მონაწილე ახალგაზრდა ქალებზე კიდევ უფრო მეტად წაახალისებს ქალების მიმართ ძალადობას, რომლის მასშტაბი ყოველდღიურად იზრდება და მძიმდება საპროტესტო აქციებზე ე.წ. ნიღბიანი ძალოვანების მხრიდან (ფიზიკური, სიტყვიერი და ფსიქოლოგიური). აღარაფერი რომ ვთქვათ ქვეყანაში ფემიციდის და ოჯახში ძალადობის უპრეცედენტოდ მაღალ სტატისტიკაზე.
მოვუწოდებ საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia -ს გააკეთოს შესაბამისი შეფასება, თუ რა საფრთხის შემცველია ბატონი მდინარაძის განცხადება." - წერს დეა მეტრეველი.
ცნობისთვის, დღეს მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ "პროტესტში განსაკუთრებით ახალგაზრდა ქალები აქტიურობენ. რა ფენომენია არ ვიცი. არცერთი მამაკაცი მსგავსს არ კადრულობს, რასაც რამდენიმე ახალგაზრდა ქალი".