პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბელგიის პრემიერს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

03.02.25 20:30
პრეზიდენტი ზურაბიშვილი ბელგიის პრემიერს თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბარტ დე ვევერს ბელგიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.

"მჯერა, ბელგია ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს" - წერს ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი.

ვულოცავ ბელგიის ახალ პრემიერ-მინისტრს, ბარტ დე ვევერს. საქართველო ბელგიასთან პარტნიორობის გაღრმავებას მოუთმენლად ელის. მჯერა, ბელგია ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში ქართველი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს ბელგიის პრემიერ-მინისტრი ნაციონალისტური პარტია "ახალი ფლამანდური ალიანსის" ლიდერი, ბარტ დე ვევერი გახდა.

მსგავსი სიახლეები