ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება - ფიშერი

03.02.25 20:51
ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება - ფიშერი

საქართველოში გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი 2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" გამართული საპროტესტო აქციის დროს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ შსს-ს თანამშრომლების მიერ ძალის გადამეტებას ეხმაურება

პეტერ ფიშერი პლატფორმა X-ზე წერს, რომ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ბევრი იმუშავა, განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე კი "გული წყდება". 

ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდებათუ თქვენ ქვეყანა ხართ, რომელსაც ევროკავშირში გაწევრიანება სურს და კაია კალასისგან ასეთ წინადადებას მიიღებთ, რომელსაც გერმანიაც ეთანხმება, მაშინ თქვენ პრობლემა გაქვთ. ბევრი ვიმუშავე, რომ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიეღო და გული მწყდება“, - წერს ელჩი X-ზე.

2 თებერვალს, "თბილისი მოლთან" საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა. 2 თებერვალს აქციაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 31 ადამიანი დააკავეს.  

მსგავსი სიახლეები