"ოცნების" დრაკონული კანონი - სპეციალისტები განგაშის სიგნალს რთავენ

03.02.25 21:18
"ოცნების" დრაკონული კანონი - სპეციალისტები განგაშის სიგნალს რთავენ

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენელი, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქართულმა ოცნებამ" "სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები დაჩქარებული წესით შეიტანა. 

მისივიე ცნობით, არალეგიტიმურმა პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა იმას, რომ ე.წ. მთავრობას ტექსტობრივად მიეცეს იმის განსაზღვრის საშუალება, თუ რა ჩაითვლება სტრატეგიულ ობიექტად, რომლის ბლოკირებაც სისხლის სამართლებრივად დასჯადი იქნება. 

ახლახან გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ “სისხლის სამართლის კოდექსში”დაჩქარებული წესით შეიტანეს ცვლილება და პირველი მოსმენით მხარი დაუჭირეს იმას, რომ უკვე კოდექსის ენაც ტექსტობრივად მთავრობას მისცემს იმის განსაზღვრის საშუალებას, რა ჩაითვლება სტრატეგიულ ობიექტად, ხოლო, შემდგომში ამ ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება იქნება სისხლის სამართლებრივად დასჯადი.

ცვლილების სრულად მიღების შემთხვევაში, 222-ე და 330-ე  მუხლებს ემატება შენიშვნა, რომლის მიხედვითაც, ზემოხსენებული მუხლების მიზნებისათვის, სტრატეგიული ან/და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხა განისაზღვრება - საქართველოს მთავრობის - დადგენილებით." - წერის თამარ ონიანი.

მსგავსი სიახლეები