"გარესამყარო ბოლომდე ვერ აცნობიერებს, როგორ აქცევს ერთი ადამიანი თავის ერთპარტიულ სისტემას პუტინის რუსეთის იმიტაციად" - ზურაბიშვილი
"გარესამყარო ბოლომდე ვერ აცნობიერებს, თუ როგორ აქცევს ერთი ადამიანი თავის ერთპარტიულ სისტემას პუტინის რუსეთის იმიტაციად" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.
მისივე შეფასებით, ოლიგარქ ივანიშვილის გუნდის მიერ შეკრებისა და გამოხატვის უფლებების კიდევ უფრო შეზღუდვა იმ რეპრესიების გაგრძელებაა, რომელსაც რეჟიმი ქართველ ხალხს უკვე ორი თვეზე მეტია უწყობს.
გარესამყარო ბოლომდე ვერ აცნობიერებს, თუ როგორ აქცევს ერთი ადამიანი თავის ერთპარტიულ სისტემას პუტინის რუსეთის იმიტაციად. დღეს პარტიამ ახალი რეპრესიული ზომების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, გაზარდა ჯარიმები, პატიმრობის ვადები, აკრძალა საპროტესტო აქციები, თუნდაც კერძო სივრცეში!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.
რეპრესიების ახალი ტალღა "ქართული ოცნებისგან" - ოლიგარქ ივანიშვილის გუნდი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს კიდევ უფრო ზღუდავს. მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ მამუკა მდინარაძემ ისაუბრა.
"ოცნების" გადაწყვეტილებით, წვრილმანი ხულიგნობისათვის, ვანდალიზმისთვის, პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის და მათი შეურაცხყოფისთვის, სასამართლოს შესასვლელების ბლოკირებისთვის და სხვა მსგავსი ადმინისტრაციული დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება და ასევე იზრდება ადმინისტრაციული პატიმრობის ვადა 15 დღიდან 60 დღემდე.
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განისაზღვრება სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის სიტყვიერი შეურაცხყოფა მის საქმიანობასთან დაკავშირებით.