რეპრესიები, ძალადობა, დაკავებები საქართველოში - ნორვეგია დამატებითი ზომების მიღებას განიხილავს

04.02.25 00:38
რეპრესიები, ძალადობა, დაკავებები საქართველოში - ნორვეგია დამატებითი ზომების მიღებას განიხილავს

საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან, არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დაწყებულ რეპრესიებთან დაკავშირებით ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.

უწყება წერს, რომ რეპრესიები, ძალადობა, დაკავებები და თავისუფალ მედიაზე მზარდი ზეწოლა, აშკარა ნიშნებია იმისა, რომ "ქართული ოცნება" ქვეყანას ევროპული და დემოკრატიული გზიდან აშორებს, რაც სტრატეგიულ ურთიერთობებზე გავლენას ახდენს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირის მიერ ქართველი დიპლომატებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პარალელურად, ნორვეგია დამატებითი ზომების მიღებას განიხილავს.

საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ცნობები ფართომასშტაბიანი დარღვევების შესახებ დაფიქსირდა. არჩევნებს სერიოზული კრიტიკა მოჰყვა საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან, რაც ოდირის ანგარიშშია ასახული. ერთი თვის შემდეგ მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანების 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გამოცხადა, რასაც მასობრივი პროტესტი მოჰყვა, რომელიც ყოველდღიურად გრძელდება. დროდადრო დემონსტრანტები ხელისუფლების მხრიდან სასტიკ ძალადობას განიცდიან, მათ შორის ბოლოს, 2 თებერვალს თბილისში.

ნორვეგიამ შემდეგი ზომები მიიღო: საქართველოს ხელისუფლების მონაწილეობით არანაირი ახალი პროექტები; საქართველოს ხელისუფლებასთან მრავალმხრივი არხებით თანამშრომლობის ფინანსური მხარდაჭერის შემცირება, გაიზარდა სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერა; თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის შეჩერება; პოლიტიკურ დონეზე კონტაქტების შემცირება.

27 იანვარს ევროკავშირმა დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მქონე ქართველი მოგზაურებისთვის შენგენის ზონაში უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ნორვეგია დამატებითი ზომების მიღებას განიხილავს“, - აცხადებს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები