სასამართლო გიგი უგულავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე დღეს იმსჯელებს
გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება. დღევანდელ სასამართლო პროცესზე, უგულავას მიმართ ადმინისტრაციული სახდელის დადებაზე უნდა იმსჯელონ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დროებითი მოთავსების იზოლატორში გუშინ მისმა ადვოკატმა, ირაკლი აბესაძემ, ასევე სახალხო დამცველმა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენელმა მოინახულა.
ადვოკატის თქმით, უგულავას მიმართ ფიზიკური ძალადობა განხორციელდა.