ივანიშვილის დეპუტატი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ნეგატიური პროცესების სურვილი "დიფ სთეითს" აქვს
"ოცნების" დეპუტატი, დავით მათიკაშვილი ამტკიცებს, რომ ქვეყანაში ნეგატიური პროცესები სურვილი "დიფ სთეითს" აქვს, ივანიშვილის პარლამენტს კი კანონმდებლობაში ისეთი ცვლილებები შეაქვს, რომელიც ქვეყნის ეფექტურ მართვას ემსახურება.
მათიკაშვილი ირწმუნება, რომ "დიფ სთეითი" და "გარე ძალები" 400-500 ადამიანის ხელით ცდილობს საქართველოში "მრუდე პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას"
ყველა ის ცვლილება, რომელიც არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობაში, ემსახურება ერთადერთ მიზანს - ეს მიზანი არის ქვეყნის ეფექტური მართვა და არდაშვება იმ ნეგატიური პროცესების, რომლის სურვილიც აშკარად, ჯერ კიდევ გააჩნია "დიფ სთეითს", გააჩნია ქვეყნისადმი მტრულად განწყობილ ძალებს და ეს ძალები 400-500 ადამიანის ხელით ცდილობენ ქვეყანაში საკუთარი მრუდე პოლიტიკური დღის წესრიგის განხორციელებას", - აცხადებს მათიკაშვილი.
არალეგიტიმური პარლამენტი პირველი საგაზაფხულო სესიისთვის ემზადება, რომელიც მიხეილ ყაველაშვილის მოხსენებით გაიხსნება .
საკანონმდებლო ორგანოში დღეს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.
ასევე "ოცნებამ" შეზღუდვები დაუწესა საპარლამენტო ჟურნალისტებს, მათ მხოლოდ შემოსაზღვრულ მონაკვეთში შეუძლიათ მოძრაობა