მახინჯ რეჟიმს მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია მოერევა - მამუკა ხაზარაძე

04.02.25 13:16
მახინჯ რეჟიმს მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია მოერევა - მამუკა ხაზარაძე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე მიიჩნევს, რომ "მახინჯ რეჟიმს, რომეიც დიქტატურად ჩამოყალიბდა", მხოლოდ სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალთა ერთობა მოერევა. ამის შესახებ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს. ხაზარაძის თქმით, მხოლოდ ერთობით არის შესაძლებელი მთავარი მიზნის მიღწევა - ახალი არჩევნების ჩანიშვნა და ახალი პოლიტიკური დღეს წესრიგის შექმნა.

საქართველო არასდროს გახდება ბელაურისი! ბრძოლას თავისუფლებისთვის მხოლოდ ერთობით მოვიგებთ!, - წერს ხაზარაძე. 

პოლიტიკურ ძალთა ერთობას ალტერნატივა არ აქვს! 
ამ მახინჯ რეჟიმს, რომელიც ჩვენს თვალწინ უკვე დიქტატურად ჩამოყალიბდა, სხვა ვერაფერი მოერევა, თუ არა დიდი, სამოქალაქო და პოლიტიკურ ძალთა კონსოლიდაცია, როგორც ქუჩის პროტესტში, ისე სამუშაო მაგიდასთან.

 

ბოლო მოვლენებმა გვაჩვენა, რომ აუცილებელია ახალი პოლიტიკური დღის წესრიგი, რომელსაც არჩევნებში გამარჯვებული, პროდასავლური პარტიები და ხალხი შექმნის, ეს კი ერთობის გარეშე წარმოუდგენელია! 
ინტერპარტიულ დონეზე პირველი გამარჯვება უკვე გვაქვს - ეს არის უპრეცედენტო მხარდაჭერა დასავლეთიდან და სანქცირებული არალეგიტიმური მთავრობა. ერთობლივი მუშაობის ეს წარმატებული მაგალითი უნდა გავავრცელოთ ყველა მიმართულებით! 
მხოლოდ ეს მიგვიყვანს ახალ არჩევნებამდე და ქართველი ხალხის გამარჯვებამდე, რისიც ასე ეშინია ივანიშვილის რუსულ მთავრობას! 

 

ოლიგარქის კრიმინალური რეჟიმი უნდა დასრულდეს მის ყველა მსახურთან და მხარდამჭერთან ერთად, რომლებიც ჩვენს თანამოქალაქეებზე მოძალადე სისტემას ასაზრდოებენ!  
 

საქართველო არასოდეს გახდება რუსეთი და ბელორუსი! 
ბრძოლას თავისუფლებისთვის მხოლოდ ერთობით მოვიგებთ!, - წერს მამუკა ხაზარაძე.