რეპრესიული კანონები ხალხის წინააღმდეგ - რას ამბობს "ოცნება"
რეპრესიული კანონები ხალხის წინააღმდეგ -"ოცნების" დეპუტატი მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ მოქალაქეები მაღალჩინოსნებს თავად ესხმიან თავს და შესაბამისი კანონების მიღებაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს.
მამუკა მდინარაძის თქმით, პროკრორები და მოსამართლეები შეფასებენ შერაუცხყოფის ხარისხსს და ისინი გადაწყვეტენ, არის თუ არა ეს საციხო საქმე. მაგალითად, თუკი ვინმე ქუჩაში დაიძახებს "ცეცხლი ოლიგარქიას", ამაზე ჯერ პროკურორი, შემდეგ კი მოსამართლე იმსჯელებს.
სუნთქვა აგვიკრძალესო სოციალურ ქსელებში და თქვენ სუნთქვას თუ მიგაჩნიათ, რომ ვიღაცას უნდა ურტყათ და დედა აგინოთ, ეს არ არის სუნთქვა, დასუნთქება გამოვა მაშინ. შეურაცხყოფა ეს იქნება თუ არა, ის იქნება თუ არა, ცეცხლი ოლიგარქიას და ნავთი მის აგენტურასო, იქნება თუ არა ეს წყევლა-კრულვა, რასაც ტვ პირველის ყვითელი პრესა მეკითხება, ამაზე მე კონკრეტული პასუხი სერიოზული არ შეიძლება, მქონდეს, იმიტომ, რომ ეს არის პროკურორის შესაფასებელი. მათ შორის, შესაძლებელია გავრცელდეს შეურაცხყოფის ხარისხიდან გამომდინარე, - ამბობს მდინარაძე.
ამასვე ამტკიცებს "ხალხის ძალის" წევრი დიმიტრი ხუნდაძეც.
მახსოვს, რომ წყევლა მაწყევარს უბრუნდება. თუ ვიხილავთ დანაშაულს, რაც ჩვენ ვიხილეთ პირდაპირ ეთერში, როდესაც პოლიციას თავს ესხმიან და შემდეგ პოლიტიკური შეფუთვით მათ სურთ, რომ თითქოს ეს იყო კეთილი განზრახვით ლოყაზე მოცაცუნება. მაშინ, თუ ასეთი განზრახვები პოლიციის მიმართ ჩვეულებრივობად იქცევა, რა თქმა უნდა, ეს შექმნის ქვეყანაში მხოლოდ და მხოლოდ აურზაურს, - ამბობს ხუნდაძე.
ხალხის პროტესტით შეშინებული რეჟიმი მოქალაქეების გაჩერებას რეპრესიული კანონებით ცდილობს. დრაკონულ კანონებს პარლამენტში მარტო დარჩენილი რეჟიმი ერთი-მეორეს მიყოლებით აინიცირებს. ჯარიმა წესდება ყველაზე, ვინც "ოცნების" ჩინოვნიკს ან მის ოჯახის წევრს შეურაცხყოფას მიაყენებს. ისევე, როგორც რუსეთში, იზრდება ადმინიტარციული პატიმრობის ვადაც. დასჯადი ხდება დახურულ სივრცეებში, მათ შორის უნივერსიტეტის შენობაში აქციის გამართვაც. რეჟიმი ხალხის წინააღმდეგ დრაკონული კანონების დამტკიცებას პარლამენტში უხლოეს სესიაზე დაჩქრებული წესით აპირებს.