"ბაკურიანის" წყლის საწარმოში არაგეგმურ შემოწმებაზე სურსათის ეროვნული სააგენტო შევიდა

04.02.25 15:39
"ბაკურიანის" წყლის საწარმოში არაგეგმურ შემოწმებაზე სურსათის ეროვნული სააგენტო შევიდა

სეს-ი "ბაკურიანი ციდას" დამფასოებელ საწარმოში არაგეგმურ ინსპექტირებას ატარებს - განცხადება უწყებამ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. 

მათივე თქმით, ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო შეტყობინება  ბავშვის სავარაუდო  წყლით - „ბაკურიანი ციდა“ ინტოქსიკაციის შესახებ. 

ინფორმაციის მიღებისთანავე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო მოკვლევა. სააგენტოს ინსპექტორები  წყლის დამფასოებელ საწარმოში ახორციელებენ არაგეგმურ ინსპექტირებას, რომელიც მოიცავს სრულ ტექნოლოგიურ ციკლს. 

ამავდროულად სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში აღებულია წყლის სინჯები, რომლის ლაბორატორიული კვლევის შედეგებიც მყისიერად გასაჯაროვდება.

"ბაკურიანის" წყლით ბავშვების შესაძლო ინფიცირების შესახებ ბაკურიანის მინერალური წყლის მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი საქართველომაც გაავრცელა საგანგებო.  მათივე თქმით, კომპანიამ კონკრეტულ მაღაზიაში „ბაკურიანი ციდას“ ნიმუშები შეამოწმა და დარღვევა არ გამოვლინდა.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბაკურიანი ციდას“ დალევის შემდეგ ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.