"შექმნილია პროტესტის ხმის ჩასახშობად" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი "ოცნების" დრაკონულ კანონებზე

04.02.25 16:57
"შექმნილია პროტესტის ხმის ჩასახშობად" - პრეზიდენტი ზურაბიშვილი "ოცნების" დრაკონულ კანონებზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ დრაკონულ კანონებს X-ზე ეხმიანება და წერს, რომ ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტს განსხვავებული აზრის ჩახობასურს. 

„ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტი ახალ კანონებსა და შესწორებებს იღებს, რომელთა მიზანი განსხვავებული აზრისა და პროტესტის ჩახშობაა“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

„ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებებს გეგმავს. მკაცრდება მთელი რიგი რეგულაციები როგორც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა, ისე სისხლის სამართლის კოდექსში.