ივანიშვილი ახალი სანქციების მოლოდინში - ოლიგარქის და მისი მსახურების შავი სია ცნობილია
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ვახტანგ გომელაური და თბილისის პოლიციის შეფი სულხან თამაზაშვილი - ოლიგარქი და მისი მსახურები შავ სიაში აღმოჩდნენ. მათ დასანქცირებას ხალხის წამების, ჟურნალისტების და აქტივისტების ციხეში გამოკეტვის გამო ევროპელი პოლიტიკოსები ითხოვენ. დოკუმენტს, რომლითაც მზია ამაღლობელის და სხვა ტყვეების გათავისუფლება ითხოვენ, ხელს ათობით დეპუტატი აწერს.
მზია მაღლობელის შიმშილობა და უსამართლო პატიმრობა უკვე მეოთხე კვირაა გრძელდება და სიცოცხლისთვის საშიში, კრიტიკულ და შეუქცევად საფრთხეს წარმოადგენს, ჩვენ შეშფოთებულები ვართ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის და სხვების ცნობებით, რომ ის ყველა საჭირო სამედიცინო დახმარებას არ იღებს და ტყვეობაშ დამამცირებელ მოპყრობას განიცდის. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მის ჯანმრთელობაზე მიყენებულ ყველა შედეგზე სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას ეკისრება.
არ ვტყუვდებით „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის მცდელობებით, დაამახინჯონ ის გარემოებები, რამაც მზია ამაღლობელის დაკავება გამოიწვია და მისი პროფესიული რეპუტაცია „უცხოეთიდან დაფინანსებული“ კვალიფიკაციის მინიჭებით შელახონ.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ ჩვენს მოწოდებას, საჭირო ნაბიჯებით საქართველოს ევროატლანტიკური გზისა და დემოკრატიის სასწრაფოდ აღდგენის შესახებ, დაწყებული ყველა პოლიტიკური პატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლებით, ბოლოდროინდელი არალეგიტიმური კანონების გაუქმებით და ახალი არჩევნების ორგანიზებით დამოუკიდებელი ზედამხვედველობის ქვეშ.კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ჩვენს ქვეყნებსა და ევროკავშირს, სათანადო რეაგირება მოახდინონ სანქციების შენარჩუნებით ან დაწესებით პასუხისმგებელ პირებზე. მათ შორის ბიძინა ივანიშვილზე, ირაკლი კობახიძეზე, ვახტანგ გომელაურსა და სულხან თამაზაშვილზე, - ნათქვამია დოკუმენტში.
პარალელურად, ოლიგარქის სანქცირების მომხრეთა რიცხვი იზრდება იზრდება ბრიტანეთშიც. ბოლო მონაცემებით, ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნას ხელს უკვე 25 ბრიტანელი პოლიტიკოსი აწერს.