ივანიშვილს ბრიტანული სანქციები განსაკუთრებულად აღელვებს - ოპოზიცია

04.02.25 18:16
ივანიშვილს ბრიტანული სანქციები განსაკუთრებულად აღელვებს - ოპოზიცია

ბრიტანული სანქციები ივანიშვილს - ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოლიგარქს მოახლოებული სანქციების ძალიან ეშინია, რადგან ქონება მას სწორედ დიდ ბრიტანეთში აქვს გადამალული. "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ ეს საკითხი ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის განსაკუთრებულად მგძნობიარეა.

თავიანთი მოპარული და გადამალული ქონება ძალიან ბევრს აქვს სწორედ ბრიტანულ იურისდიქციის ქვეშ არის რეგისტრირებული და შესაბამისად, ისინი განსაკუთრებულად მგძნობიარეები არიან ბრიტანული პოზიციის მიმართ, მაგრამ გარდაუვალია, რომ რეჟიმი, რომელსაც არ აქვს ქართველი ხალხის ლეგიტიმაცია, რომლის წინააღმდეგაც ადამიანები უკვე 2 თვეზე მეტია გამოდიან უწყვეტად და რომელსაც ასევე არ აქვს საერთაშორისო ლეგიტიმაცია, ეს რეჟიმი აუცილებლად მიიღებს სანქცირების პოლიტიკის გაგრძელებას, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ამავე აზრს იზიარებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი პეტრე ცისკარიშვილიც. პოლიტიკოსის თქმით, საერთაშორისო სანქციები არალეგიტიმურ ხელისუფლებას ძალიან ადარდებს და ამას ცხადყოფს ის სტრასბურგში განვიტარებული მოვლენებიც, როდესაც "ოცნებამ" იქ თავის გადასარჩენად სპეციალური დელეგაცია მიავლინა. 

ზოგს ჰგონია ხოლმე, თითქოს ბიძინა ივანიშვილს და მის რეჟიმს, ამ თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას, არ ანაღვლებს და საერთოდ არ აინტერესებს საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ზეწოლა, სანქციები და იზოლაცია. სინამდვილეში, ეს ასე არ არის. ეს თუნდაც იმან დაადასტურა, რომ „ოცნების“ ნაკრები გუნდი გააგზავნეს PACE-შ, სტრასბურგში „ოცნების“ რეჟიმის გადასარჩენად და ლეგიტიმაციის მოსაპოვებლად, მაგრამ პასუხად იქიდან მიიღეს ისეთივე წითელი ბარათი, როგორიც ქართელმა ხალხმა აჩვენა მათ რუსთაველის გამზირზე და თუნდაც, ტრამპის ადმინისტრაციასთან დალაგების მცდელობები ჰქონდათ, იმედი და სურვილი, მაგრამ ხელში შერჩათ კიმბერლი ლოუ და მასთან მეგობრობის გარდა, სინამდვილეში, საერთაშორისო კონტექსტში ისინი არიან აბსოლუტურად იზოლირებულები, - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

გახარიას გუნდის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი განმარტავს, რატომ იქნება მტკივნეული ბრიტანული სანქციები ივანიშვილისთვის და მისი გუნდისთვის.  

ბრიტანული სანქციები ბიძინა ივანიშვილისთვის უფრო საშიშია რა თვალსაზრისით? იმიტომ, რომ ეს ხომ მარტო ბიძინა ივანიშვილზე არ იქნება, იქნება, სავარაუდოდ, მის ფინანსურ ინფრასტრუქტურაზე და იმ ხალხზე, ვინც მასთან არია დაკავშირებულები ფინანსურად. მაგალითად, ბატონი რუხაძის ძირითადი აქტიური და რეპუტაციული კაპიტალი ინგლისთან და ლონდონთან ძალიან არის დაკავშირებული. კაპიტალი აქვს, მაგალითად, ინგლისში გადატანილი უჩა მამაცაშვილს. ეს ისე კი არ არის, აქ უცებ შექმნი რაღაც ორგანიზაციას და უცებ გადმოიტან, იქ თავისი ბიუროკრატიაა, ამიტომ ამას ისინი ვერ მოასწრებენ, - ამბობს ლევან გოგიჩაიშვილი. 

ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას დიდ ბრიტანეთში სულ უფრო მეტი მომხრე ჰყავს.  ბოლო მონაცემებით, ოლიგარქის დასანქცირების მთავარი ორგანიზატორის, ჯეიმს მაკკელერის მიერ წარდგენილ განცხადებას უკვე 25 ბრიტანელი პოლიტიკოსი აწერს ხელს. მას შემდეგ, რაც მოთხოვნა თემთა პალატის დეპუტატების უმრავლესობას მოიპოვებს, ის უკვე ბროტანეთის აღმასრულებენ სტრუქტურებს გადაეგზავნება.