ივანიშვილი, კობახიძე, გომელაური, თამაზაშვილი - ოლიგარქის და მისი მსახურების ახალი შავი სია
ივანიშვილი, კობახიძე, გომელაური და თბილისის პოლიციის შეფი სულხან თამაზაშვილი - ეს ის ოთხეულია, რომლის დასანქცირების მოთხოვნას ათეულობით ევროპარლამენტარი აწერს ხელს. შავი სია უკვე კაია კალასის ხელშია. სწორედ მან უნდა შესთავაზოს ევროპელ ლიდერებს, დაასანქცირონ ოლიგარქი და მისი მსახურები, ვინც ქართველ ხალს რეპრესიები მოუწყო და უკანოდ დააკავა.
32 ევროპარლამენტარი და წევრი სახელმწიფოების პარლამენტის წევრები მოუწოდებენ ევროკავშირს, დრო არ დაკარგონ და ძალადობის შემოქმედები დაასანქცირონ.
გათავისუფლდეს მზია ამაღლობელი და ყველა პოლიტპატიმარი - ეს ამ წერილის მთავარი მოთხოვნებია. ბრიუსელში არავის სჯერა, რომ ჟურნალისტი მზია ამაღლობელი იმის გამო ზის ციხეში, რა ბრალიც რეჟიმმა წუაყენა. ის ევროპისთვის პოლიტიკური პატიმარია. სწორედ ამიტომ, ივანიშვილს სანქციებს ევროკაშირის ცალკეული სახელმწიფოები უმზადებენ და მათ შორის არის ნორვეგიაც, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ ნორვეგიის მთავრობისგან დამატებითი ზომები იქნება, გაცილებთ მკაცრი, ვიდრე ეს სავიზო შეზღუდვებიაა.
ვიდრე ევროკავშირი მსჯელობსს, როგორ უნდა დასაჯონ ოლიგარქის თვითაღიარებული რეჟიმი, დროს არ კარგავენ შეერთებული შტატები და დიდი ბრიტანეთი. ივანიშვილის ფინანსური სანქციების მოთხოვნას თემთა პალატაში მხარს უკვე 25 პოლიტიკოსი უჭერს და მათი რიცხვი ყოელდღიურად იზრდება. სანქციების მთავარი ინიციატორი ჯეიმს კლევერლია, რომელიც ამერიკელ კონგრესმენებთან ერთად პრორუსი ოლიგარქის სანქცირებაზე აქტიურად მუშაობს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.