რეპრესიების ახალი ტალღა ხალხის წინააღმდეგ - რეჟიმი დრაკონული კანონების მიღებას დაჩქარებული წესით გეგმავს

04.02.25 21:05
რეპრესიების ახალი ტალღა ხალხის წინააღმდეგ - რეჟიმი დრაკონული კანონების მიღებას დაჩქარებული წესით გეგმავს

ციხეში ხალხის გასაშვებად პროკურორებს და მოსამართლეებს პარლამენტი ახალ ინსტურმეტნს აძლევს. თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ თქვენი შეძახილი ან რეპლიკა მძიმე შეურაცხყოფა იყო, შესაძლოა, 45 დღით ციხეში გაგიშვან. დღეს ახალ რეპრესიული კანონპროექტის წარმდგენს "პირველებმა" ჰკითხა, სად გადის ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და მძიმე შეურაცხყოფას შორის. ტერმინი "ცეცხლი ორლიგაქიას"  ჯერ სადავოა, დაისჯება თუ არა ციხით. 

მდინარაძე ზღვარს ავლებს გინებსა და დაგინებას შორის. გინება საციხო საქმე ხდება, დაგინება არა. მდინარაძე ყაველაშვილის ცნობილი განცხადების მაგალითზე ხსნიდა, რომ მსგავსი ფრაზა დასჯადი ვერ იქნება. 

ახლა პროკურორების განსჯის საგანი უნდა იყოს, არის თუ არა წყევლა შეურაცხყოფა და დაისჯება თუ არ ისიც პატიმრობით. მათივე ინიცირებული კანონპროექტით "ქართული ოცნება" ისეთ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, რომ კითხვებზე პასუხობს ბოლომდე ვერ სცემს.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.