ივანიშვილმა საქართველოში საპოლიციო დიქტატურა დაამყარა - ბადრი ჯაფარიძე

04.02.25 19:26
ივანიშვილმა საქართველოში საპოლიციო დიქტატურა დაამყარა - ბადრი ჯაფარიძე

ივანიშვილმა საქართველოში საპოლიციო დიქტატურა დაამყარა, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი  საქართველოს“ ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, “პოლიტიკოსების და აქტივისტების დაკავებას „ოცნების“ ოფისში წყვეტენ, შესაძლოა, ზოგიერთი მათგანის დაკავებაზე პირადად ივანიშვილი გასცემს ბრძანებას.“

ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ისეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურა დამყარდა, ერთადერთი სწორი პასუხი ქვეყნის გაერთიანებაა.

“ასეთი რეჟიმის დაშინების მცდელობას უნდა მოჰყვეს, საზოგადოების გამთლიანება პასუხად“, - განაცხადა მან.

დღეს შეიძლება დაბეჯითებით ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველოში საპოლიციო დიქტატურა დაამყარა. ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანებს აკავებენ არა იმის გამო, მას დანაშაული აქვს თუ არა ჩადენილი, არამედ იმიტომ რომ მათ დაკავებას „ოცნების“ ოფისში წყვეტენ, შესაძლოა, პირადად ივანიშვილი, ზოგიერთი მათგანის დაკავებაზე პირდაპირ გასცემს ბრძანებას და მათ აკავებენ სრულიად უკანონოდ, მათივე შეთითხნილი, სასწრაფოდ მიღებული, ე.წ. კანონების საფუძველზე. ჩვენ ვხედავთ, რომ უკვე 8 ადამიანი, პოლიტიკოსი და სამოქალაქო აქტივისტი იქნა დაკავებული, ამ 24 საათში მიღებული სპეციალური სადამსჯელო კანონის საფუძველზე. ცხადია, მათ ის დანაშაული არც ჩაუდენიათ, რომლის ინკრიმინირებასაც ახლა ახორციელებნ ივანიშვილის დავალებითს ამართალდამცავი ორგანოები, რომლებიც სადამსჯელო ისნტურემნტებად გადაიქცნენ.

სამწუხაროდ, ეს პროცესი, რომელიც “ოცნებამ“ გაამძაფრა, მხოლოდ და მხოლოდ ჩიხში შეიყვანს ისედაც ურთულეს პოლიტიკურ კრიზისს. როგორც ჩანს, ეს აქვს ამოცანად “ოცნებას“ და მის დამფუძნებელს, რომ ქვეყანაში ვითარება კიდევ უფრო მეტად დაიძაბოს, რადგან სწორედ ეს არის რუსეთის სპეცსამსახურების მიზანი, რომ საქართველოში ვითარება უკიდურესად დაძაბული იყოს და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ “ქართული ოცნება“ პრაქტიკულად, რუსეთის სპოეცსამსახურების მიერ იმართება. 

ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურა დამყარდა, ერთადერთი სწორი პასუხი არის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო საზოაგდოების და ყველა სფეროს ერთიანობა. ერთიანი, უწყვეტი წინააღმდეგობის გაწევა, ამ უკანონო, არალეგიტიმური ხელისუფლების მცდელობას, რომ დააშინოს ქართველი ხალხი, რეპრესიებით შეაჩეროს სამართლიანი პროტესტი, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეები უწყვეტად გამოხატავენ. ეს გამოიწვევს პირიქით რეაქციას, ამან საზოგადოების კონსოლიდირებას უნდა შეუწყოს ხელი. ასეთი რეჟიმის დაშინების მცდელობას უნდა მოჰყვეს, საზოგადოების გამთლიანება პასუხად“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება. დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.