ეროვნული ბანკი სრულად რეჟიმის მორჩილებაში
ეროვნული ბანკის საბჭოს მომავალი წევრები "ოცნების" რეჟიმმა უკვე აარჩია - არცერთი დამოუკიდებელი კანდიდატი და ყველა ოლიგარქის რიგებიდან. საბჭო 4 წევრით უნდა შეივსოს. კანდიდატები "ოცნების" მიერ პრეზიდენტად დასახელებილმა ყოფილმა ფეხბურთელმა, მიხეილ ყაველაშვილმა დაასახელა.
ვახტანგ ბურკიაშვილი ცენტრალური ბანკის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორია. აქამდე "ოცნების" შემომწირველი იყო და პარტია 50 ათასი ლარით ჰყავს დაფინანსებული. მეორე კანდიდატი ოთარ შამუგია კი "ოცნების" ხელისუფლების გარემოს დაცვის მინისტრი იყო.
ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობისთვის ემზადება ლევან ძნელაძეც, რომელიც ოლიგარქის ქართუს ფინანსურ დირექტორად 2 წელი მუშაობდა. მეოთხე კანდიდატი ნინო ჯელაძეც ეროვნული ბანკის თანამშრომელია. სისტემაში ახალს არავის უშვებენ, საბჭოში ერთპარტიულმა პარლამენტმა ახლა "ოცნების" დანიშნული პრეზიდენტის დასახელებული კანდიდატები უპირობოდ უნდა გაამწესოს.
რაში სჭირდება ოლიგარქს ქვეყნის მთავარ საფინანსო ინსტიტუტზე სრული კონტროლი? ეკონომისტები დარწმუნებულები არიან, რომ სანქციების, იზოლაციის, ეკონომიკური კრიზისის პირობებში ახლა ცენტრალურ ბანკს ახალი დავალებების შესრულება მოუწევს, რაც ნიშნავს, რომ მოწინააღმდეგე და განსხვავებული აზრის ადამიანი ზედმეტი თავის ტკივილი გახდება. ეროვნულ ბანკში საბჭო, სავარაუდოდ, პრეზიდენტად თურნავას აირჩევს, რომელიც ამ დრომდე მოვალოების შემსრულებელია.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.