იმდენჯერ გადავკეტავ, რამდენჯერაც საჭიროა, ბიძინა არ გახდება ამ ქვეყნის კონსტიტუცია - ხოშტარია

04.02.25 19:41
იმდენჯერ გადავკეტავ, რამდენჯერაც საჭიროა, ბიძინა არ გახდება ამ ქვეყნის კონსტიტუცია - ხოშტარია

კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია აღმაშენებლის ხეივანში დაკავებული 8 პირისთვის სისხლის სამართლის ბრალდების წარდგენას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ “გზას იმდენჯერ გადაკეტავს, რამდენჯერაც საჭირო გახდება.“

მისი თქმით, “ახლა რეჟიმს საზოგადოების დაბნეულობა და შიში სჭირდება.“

იმდენჯერ გადავკეტავ, რამდენჯერაც საჭიროა და ისე როგორც საჭიროა და როგორც კონსტიტუციამ განმისაზღვრა. ბიძინა არ გახდება ამ ქვეყნის კონსტიტუცია. აგერ ნახავთ! 

ახლა რეჟიმს უნდა ჩვენი დაბნეულობა და შიში. არცერთი არ გავიკაროთ! 

სოლიდარობა ყველა პოლიტპატიმარს და კიდევ უფრო დიდი შემართებით ბრძოლა!", - წერს ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი მოლთან“ 2 თებერვალს გამართულ აქციაზე დაკავებული პირებიდან 8 მომიტინგეს ბრალდება შეეცვალა. გამოძიება ამჯერად მათ სისხლის სამართლის წესით ჩადენილ დანაშაულს, კონკრეტულად კი - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობას ედავება. დაკავებულებს 4 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.