“ეს არის კრიტიკის ჩახშობის და ხალხის და ოპოზიციის დაშინების აშკარა მცდელობა“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

04.02.25 21:03
“ეს არის კრიტიკის ჩახშობის და ხალხის და ოპოზიციის დაშინების აშკარა მცდელობა“ - პრეზიდენტი ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი 2 თებერვლის აქციაზე დაკავებული 8 პირისითვის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას  X-ზე ეხმიანება.

ზურაბიშვილის თქმით, “ეს არის კრიტიკის ჩახშობისა და ხალხის და ოპოზიციის დაშინების აშკარა მცდელობა“.

2 თებერვალს თბილისში აქციის 31 მონაწილე დააკავეს. ახლა 8-ს, მათ შორის პოლიტიკურ ლიდერებს, ემუქრებათ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, რაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას 4 წლიან პატიმრობაში აქცევს. კრიტიკის ჩახშობისა და ხალხის და ოპოზიციის დაშინების აშკარა მცდელობა“, - წერს ზურაბიშვილი.