საზმაუს გადაწყვეტილება ცენზურის და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია - პრეზიდენტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანზე

04.02.25 21:55
საზმაუს გადაწყვეტილება ცენზურის და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია - პრეზიდენტი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმიანება და წერს, რომ “ეს ცენზურის და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია“.

ზურაბიშვილის თქმით,  საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება ხალხს, უნდა იცავდეს მედიის დამოუკიდებლობას.

ცენზურის და კრიტიკული ხმების ჩახშობის კიდევ ერთი მაგალითია საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის მოამბის წამყვანობის შეჩერების შესახებ. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც ემსახურება ხალხს, უნდა იცავდეს მედიის დამოუკიდებლობას და პლურალიზმს, რომელიც დაცული უნდა იყოს, - წერს პრეზიდენტი.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი  18:00 საათზე “მოამბეს“ აღარ წაიყვანს. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში დაწერა.