პოლიტიკური პროცესი ივანიშვილმა დიქტატურით ჩაკლა- დეკანოიძე

05.02.25 01:27
პოლიტიკური პროცესი ივანიშვილმა დიქტატურით ჩაკლა- დეკანოიძე

"ერთიანობის" ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პროცესი ივანიშვილმა დიქტატურით ჩაკლა.

დეკანოიძე გამოსავალს მხოლოდ ერთიანობაში ხედავს და ამბობს, რომ ბრძოლის მთავარი იარაღი დღეს მხოლოდ ქუჩაა.

პოლიტიკური პროცესი ივანიშვილმა დიქტატურით ჩაკლა, ახლა ერთადერთი გამოსავალია, ჩვენ გავერთიანდეთ და დავდგეთ ქუჩაში, რადგან ერთადერთი ბრძოლის მთავარი იარაღი ქუჩაა, სხვა ბრძოლის იარაღი არ გაგვაჩნია, რეჟიმის ყველა პატიმარს სოლიდარობა, ჩვენ არავის მივატოვებთ. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილი ვერ გააიგივებს თავს ვერ პუტინთან და ვერც ლიკაშენკოსთან, რადგან, ჯერჯერობით, თავისუფალი ადამიანები აქ ვართ, მაგრამ ჩვენ თუ გავქრებით, შემდეგ რეჟიმი მიადგება იმათ, ვინც ფიქრობს, რომ ივანიშვილთან ნელ-თბილად და კარგად იცხოვროს. ყველამ კარგად გაითავისოს ეს, ვინც დღეს ჩუმადაა, რადგან სიჩუმე თანამონაწილეობაა“, - განაცხადა დეკანოიძემ გადაცემა “რეაქციაში“.