სისხლის სამართლებრივი მუხლით დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან - დილიდან მათთან ადვოკატები შევიდნენ

05.02.25 11:32
სისხლის სამართლებრივი მუხლით დაკავებულები ბრალის წარდგენას ელოდებიან - დილიდან მათთან ადვოკატები შევიდნენ

სისხლის სამართლებრივი მუხლით დაკავებული 8 პირი ბრალის წარდგენის მოლოდინშია. 5 პირი დიღმის წინასწარი დაკავების, ხოლო 3 ზაჰესის იზოლატორშია მოთავსებული. ისინი ცოტა ხნის ადვოკატებმა მოინახულეს.

გიგი უგულავას ადვოკატი ირაკლი აბესაძე პირდაპირ ამბობს, ბრალი აბსურდულია და სამართალთან და კანონთან კავშირი არ აქვს. ინტეერსების დამცველი არ გამორიცხავს, რომ უგულავას აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლომ დღესვე იმსჯელოს. 

11 ის ნახევარზე გიორგი უგუალვას ოფიციალურად წაუყენებენ ბრალს სსკ-ის 222 მუხლით, სტრატეგიული ობიექტის ბლოკირების ორგანიზების მცდელობა. თავად ბრალი ფორმულირების და შინაარსის თვალსაზრისით,რა თქმა უნდა, სასაცილოა და კანონმდებლობასთან და სამართალთან კავშირი ამას არ აქვს. შემდგომ პროკურატურამ უნდა მიმართოს სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების მოთხოვნით და 24 საათის განმავლობაში სასამართლომ უნდა მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება, რა სახის აღკვეთის ღონისძიებას შეუფარდებს გიგი უგულავას. მაღალი ალბათაბოთაა, რომ დღესვე ჩატარდეს სასამართლო პროცესი. სავარაუდოდ, ასე დილიდან ამიტომ იწყებს საგამოძიებო ორგანო ბრალის წარდგენის პროცედურას. პოლიციასთან შეხლა-შემოხლაც არ ყოფილა, რომ ვინმეს სურდა ბლოკირება. ეს არის რეჟიმის ხელში ბრძოლის იარაღი. ამ ბრძოლის იარაღს ის გამოიყენებს მანამ, სანამ რეჟიმი არ შეიცვლება, - ამბობს ირაკლი აბესაძე.

ბრალის აბსურდულობაზე საუბრობს დიმიტრი ბიძინაშვილის ადვოკატიც. ინტერესების დამცველი ამბობს, რომ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ტროტუარზე იდგა, რის შემდეგაც პოლიციამ ის ძალის გამოყენებით გზის სავალ ნაწილზე გადაიყვანა. 

ბრალდების მხარეს წარმოადგენილი აქვს ბრალის დადგენილება, შესაბამისად, ჩენ ველოდებით, რა შნაარსი იქნება ბრალის დადგენილებაში ასახული. ამის შემედგ ბრალდება იშამდგომლებს სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახიღთ, ჯერჯერობით ჩვენთვის დაუდგენელია, რომელი საზის განსაზღვრას, მაგრამ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებას. მოპოვებულია უტყუარი მტკიცებულებები ჩენს მიერ, ვიდეოკამერების ჩანაწერები, მათ შორის დრონით გადაღებული ჩანაწერი, სადაც ჩანს დიმიტრი ბიძინაშვილი რამდენიმე ათეულობით პოლიციელს როგორ გამოჰყავს, ფაქტობრივად, არასავალი ნაწილიდან, იძლებით აგდებს სავალი ნაწილისკენ  და აიძულებს, რომ იდგეს შუაში, შუა გზაზე. ასეთი ვიდეო არსებობს და ამ ვიდეოს ჩვენ წარვადგენთ სასამართლოშ, - ამბობს ირაკლი ჩომახაშვილი. 

რეჟიმი ვა ბანკზე მიდის - "ოცნება" ოპონენტებს ციხეში არარსებული დანაშაულისთვის უშვებს. თბილისი მოლთან 2 თებერვალს დაკავებული 8 პირს თავიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალი დაუმძიმეს და ახლა მათ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. რეჟიმი მათ მაგისტრალის ჯგუფურად გადაკეტვას ედავება. არადა, ცნობილია, რომ 2 თებერვალს თბილისის შემოსასვლელი საერთოდ არ გადაკეტილა. 

მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს 48 საათიანი წინასწარი პატიმრობის ვადა ამოეწურათ, მათ საპატიმროს კარი გაუღეს, თუმცა მალევე,  სამმართველოს ეზოდანვე უკან შეაბრუნეს. 

საუბარია ირაკლი ტაბატაძეზე, ნიკოლოზ კუტუბიძეზე, ვასილ ელიავაზე, ალექსანდრე გოგოლაძეზე, დიმიტრი ბიძინაშვილზე, გიგი უგულავაზე, ირაკლი წიგნაძესა და ნიკოლოზ ქუმსიაშვილზე.