ირაკლი კობახიძე ყაზახეთში გაემგზავრა

05.02.25 12:19
ირაკლი კობახიძე ყაზახეთში გაემგზავრა

ირაკლი კობახიძე ყაზახეთში გაემგზავრა - ის ყაზახეთის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს, ყასიმ-ყომარტ ტოყაევსა და ოლჟას ბეკტენოვს შეხვდება. ინფორმაციას არალეგიტიმური პრემიერის ადმინისტრაცია ავრცელებს.

კობახიძეს თან ახლავს „ქართული ოცნების“ მთავრობის სხვა წევრები - ლევან დავითაშვილი, მაკა ბოჭორიშვილი, ირაკლი ქარსელაძე, დავით სონღულაშვილი, ალექსანდრე წულაძე, შალვა გოგოლაძე და, ასევე, ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.