49 დეპუტატს მანდატები გაუუქმეს - ოპოზიცია "ოცნების" მხრიდან რეპრესიებს არ გამორიცხავს

05.02.25 14:17
49 დეპუტატს მანდატები გაუუქმეს - ოპოზიცია "ოცნების" მხრიდან რეპრესიებს არ გამორიცხავს

მანდატების გაუქმება ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის - "ოცნების" ოპონენტები არ გამორიცხავენ, რომ ივანიშვილის გუნდმა მათ წინააღმდეგ რეპრესიების ახალი ტალღა წამოიწყოს. მათი თქმით, შესაძლოა, სწორედ ამისთვის სჭირდება "ოცნებას" მათთვის მანდატების გაუქმება.

ამის მიუხედავად, პროდასავლურ ოპოზიციაში ამბობენ, რომ არალეგიტიმური ხელისუფლებისგან მსგავსი რეპრესიების არ ეშინიათ და ყველაფრისთვის მზად არიან.

ივანიშვილს აქვს დავალება კრემლიდან, რომ გააუვნებელყოს ყველა პოლიტიკოსი, რომელსაც მნიშნელოვანი წვლილი შეაქვს სამოქალაქო წინააღმდეგობაში და პროტესტში. მათ შორის ის სამი კოალიცია, რომელთა მანდატების შეწყვეტის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი განიხილება. ისინი დგანან წინა ველზე, მათ შორის კოალიცია „ძლიერი საქართველო“. შესაბამისად, დამატებითი მცდელობა მანდატების გაუქმების შემდეგ იქნება ჩვენი დაკავების მცდელობები სისხლის სამართლის ბრალდებები და ა.შ. სასაცილოდ არ გვეყოფა არცერთი ბრალდება, რაც არ უნდა მოხდეს. მზად ვართ მათ შორის პატიმრობისთვის, მათ შორის წინააღმდეგობისთვის, იმიტომ, რომ ვიცით რას ეხება საქმე. საქმე ეხება ამ ქვეყნის მომავალს, - ამბობს კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე. 

"ერთიანობა ნაციონალური მოძღაობის" წევრი ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ "ოცნების" წინააღმდეგ ბრძოლაში ოპოზიციას მანდატების იმედი არც არასდროს ჰქონია. 

არავითარი შიში არავის არ აქვს, მე დარწმუნებული ვარ. თუ ჰგონია ვინმეს, რომ მანდატის იმედი გვქონდა ვინმეს და იმიტომ გადიოდა იქ, არავის ჰქონია, რა თქმა უნდა. მთავარია, ყველაფერი იყოს ისე, რომ ჩვენ ისე მივაწვეთ რეჟიმს, რომ ნამდვილად ეს რეჟიმი წაიქცეს. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, - ამბობს ხატია დეკანოიძე. 

კოალიცია "ცვლილებისთვის" წევრი თენგო თევზაძე კი ამბობს, რომ ივანიშვილის ხელისუფლებისგან ყველანაირ ქმედებას ელოდებიან, თუმცა არ არსებობს ინსტრუმენტი, რომელიც მათ ამ ბრძლაში უკან დაახევინებს.  

გაცნობიერებული აქვს ყველა იმ ოპოზიციონერს, რომელიც არ შედის პარლამენტში ის, თუ რას შეიძლება ელოდოს „ქართული ოცნებისგან“. ვერანაირი ინსტრუმენტი და ბერკეტი ზეწოლად ვერ გამოადგება „ქართულ ოცნებას“, თუნდაც ეს იყოს ადამიანების დაკავება, დაპატიმრება ან მათი მძევლად აყვანა, - ამბობს თენგო თევზაძე. 

“ქართული ოცნების” პარლამენტმა 49 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა. კენჭისყრა სესიაზე რამდენიმე წუთის წინ გაიმართა.  

მანდატების გაუქმების განცხადებით, “ოცნების” ერთპარტიულ პარლამენტს სამმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ თავად მიმართა:

“კოალიცია ცვლილებებისთვის”
ძლიერი საქართველო
ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა
კომიტეტის გადაწყვეტილებით მანდატები უუქმდებათ შემდეგ პოლიტიკოსებს:

  • 1. მარიკა არევაძე
  • 2. ლაშა ბაქრაძე
  • 3. თინათინ ბოკუჩავა
  • 4. საბა ბუაძე
  • 5. გიორგი ბუტიკაშვილი
  • 6. გრიგოლ გეგელია
  • 7. ანა გოგოლაძე
  • 8. სოფია გოლეთიანი
  • 9. ანა დოლიძე
  • 10. გიორგი ვაშაძე
  • 11. თენგიზ თევზაძე
  • 12. ქეთევან თურაზაშვილი
  • 13. გიორგი იმედაშვილი
  • 14. გიორგი კირთაძე
  • 15. ცოტნე კობერიძე
  • 16. მაია კოპალეიშვილი
  • 17. თამარ კორძაია
  • 18. ირაკლი კუპრაძე
  • 19. თამარ ლალიაშვილი
  • 20. გიორგი ლემონჯავა
  • 21. ნანა მალაშხია
  • 22. ნიკანორ მელია
  • 23. კობა ნაყოფია
  • 24. ანა ნაცვლიშვილი
  • 25. რამაზ ნიკოლაიშვილი
  • 26. კახაბერ ოქრიაშვილი
  • 27. დათუნა რაქვიაშვილი
  • 28. სალომე სამადაშვილი
  • 29. ხათუნა სამნიძე
  • 30. ლევან სამუშია
  • 31. ირაკლი ფავლენიშვილი
  • 32. ანი ქავთარაძე
  • 33. ოქტაი ქაზუმოვი
  • 34. ბორის ყურუა
  • 35. ფიქრია ჩიხრაძე
  • 36. პეტრე ცისკარიშვილი
  • 37. ლევან ცუცქირიძე
  • 38. გიორგი წერეთელი
  • 39. ანა წითლიძე
  • 40. ივანე ჭყონია
  • 41. ლევან ხაბეიშვილი
  • 42. მამუკა ხაზარაძე
  • 43. ეკატერინე ხერხეულიძე
  • 44. ირაკლი ხვადაგიანი
  • 45. ელენე ხოშტარია
  • 46. ბადრი ჯაფარიძე
  • 47. გაიოზ ჯაფარიძე
  • 48. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე
  • 49. სოფიო ჯაფარიძე

“ოცნების” პარლამენტისთვის მანდატების გაუქმების განცხადებით არ მიუმართავთ გახარია საქართველოსთვის წევრებს, თუმცა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ არ აპირებს ერთპარტიული პარლამენტისთვის ლეგიტიმაციის მინიჭებასა და შიგ შესვლას.