პრეზიდენტის მთავარი გზავნილები EU-ს ელჩებს - ზურაბიშვილის ბრიფინგი
ერთ-ერთი გზავნილი და თემა ევროპელ პარტნიორებთან იყო ის, რომ დღეს, რეალურად, საქართველოში დასრულდა პოლიტიკური ცხოვრება, რამეთუ არ არის პოლიტიკური სივრცე, პარლამენტი, თავსითავად, არ არის პოლიტიკური სივრცე. კონსტიტუცია აღარ არსებობს - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენლებცი ესწრებოდნენ.
ზურაბიშვილის თქმით "რეჟიმი არ მართავს ქვეყანას" და სწორედ ეს იყო მეორე გზავნილი ელჩებთან.
ერთ-ერთი გზავნილი და თემა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ის იყო, რომ დღეს, რეალურად, დასრულდა საქართველოში პოლიტიკური ცხოვრება, რამეთუ აღარ არის პოლიტიკური სივრცე. პარლამენტი, თავისთავად, აღარ არის პოლიტიკური სივრცე, უკვე არჩევნებიდან აღარ არის, კონსტიტუცია აღარ არსებობს, არცერთი უფლება დაცული აღარ არის, არც გამოთქმის, არც შეკრების უფლება აღარ არის დაცული და ჩვენ ამას ვხედავთ ყოველდღიურად, ამდენად, ლაპარაკი იმაზე, რომ შეილება, გავრცელდეს ამ ქვეყანაში რამე პოლიტიკური ცხოვრება, პოლიტიკური წარმონაქმნი, წარმოუდგენელია, მანამ, სანამ არ იქნება დანიშნული არჩევნები და ეს იყო მთავარი გზავნილი ამ ელჩებისთვის და მათი დედაქალაქებისთვის, რომ დღეს საჭიროა, გაახლებული იყოს როგორც აქ გაახლდა რეპრესიები, გაახლებული იყოს ზეწოლა ჩვენი პარტნიორებისგან ივანიშვილის რეჟიმზე, რომელიც რუსული ყაიდის რეჟიმზე, იმისთვის, რომ დაინიშნოს ახალი არჩევნები. დღეს ვერავნ იტყვის, როგორ დაინიშნება არჩევნები, წარმოუდგენელიც არის, იმიტომ, რომ ეს მოხდება სწორედ ამ ზეწოლებით გარედან და შიგნიდან, ამ ზეწოლების შედეგად.არ არსებობს მსოფლიოშ მაგალიტი, როცა რეჟიმი არის იზოლირებული და გააგრძელოს მმართველობა. არ მართავს ეს რეჟიმი უკვე. პატარა ქვეყანაა საქართველო, არ არის რუსეთი, რომელსაც შეუძლია რაღაც პერიოდით გაუძლოს სანქციებს ან ირანი, რომელსაც შეუძლია, ჩაიკეტოს მთლიანად. ეს რეჟიმი უკვე არ მართავს ქვეყანას და ეს იყო ჩემი მეორე გზავნილი.
თუ გადავხედავთ, რა კანონები არის მიღებული არჩევნებიდან დღემდე, მხოლოდ და მხოლოდ მიღებულია რეპრესიული ზომები და კანონები, სხვა არაფერი. არც საგარეო პოლიტიკა არსებობს. საგარეო პოლიტიკა არის აყვანილი მხოლოდ იმაზე, რომ საზოგადოებას მისცენ აღიარების ვითომ რაღაცები ფორმები, ხელის ჩამორთმევა ვიღაცასთან, რომ ვიღაც იყოს მეორეს მხარეს და ეს გაასაღონ როგორც ერთგვარი აღიარება. ასევე ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში, საიდანაც არაფერი მოდის, შინაარსი არ გააჩნია ამ ვიზიტებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღაც ვიღაც წავიდა და ჩამოვიდა, - განაცხადა პრეზიდენტმა.
მეხუთე პრეზიდენტმა ბრიფინგზე ასევე ისაუბრა ქვეყანაში გაუარესებულ ეკონომიკასა და გაჩერებულ ინვესტიციიებზე.
ასევე, არ არსებობს ქვეყანაში ეკონომიკა. გაჩერებულია ყველაფერი და ინვესტიციები სრულიად გაჩერებულია და აქაც ჩვენ გვაქვს ვითომ პოლიტიკა და ვითომ რაღაც მემორანდუმი, რომ ვითომ რაღაც მილიარდები უნდა შემოიტანონ. სრულიად გაურკვეველია რა ფორმით, როდის და რისთვის. ეს არის ქვეყანა, სადაც რეალურად, აღარ არსებობს პოლიტიკა როგორც ასეთი და ამდენად, ვინც ითხოვს ან ოპოზიციისგან, ან საზოგადოებისგან, ზოგჯერ პრეზიდენტისგან, რომ აბა, რა გეგმები და რა პოლიტიკა გაქვს, ეს არის აბსურდული კითხვები, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ იმ რეჟიმში, სადაც შეიძლება, მხოლოდ ბრძლა და ს ბრძლა გაშლილია ყველა ფრონტზე და ამას ძალიან აფასებენ და ეს იყო ჩვენთან მოსული პარტნიორების ერთ-ერთი გზავნილი ჩვენთვის, რომ უყურებნ და არიან აღფრთოვანებული იმით, თუ რა შემართებით არის დღევანდელი ჩვენი საზოგადოება და როგორ ჩანს, რომ ის ბოლომდე წავა და არ უშინდება იმ რეპრესიულ ზომებს, რაც არის მიღებული, - თქვა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ყურადღება არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ პროცესში უკიდურესად მნიშვნელოვანია პარტნიორების მხრიდან ზეწოლაც.
ბრძოლა გრძელდება ყველგან. ჩემთვის, მაგალითად, გუშინ ვაშინგტონში, ხვალ მიუნჰენში, პარიზში, სადაც შეიძლება, რომ მიხვიდე და სთხოვე, რომ უფრო ნათელი იყოს კიდევ ამ რეჟიმის კვალიფიკაცია. ჩვემ გვაქვს აქამდე ძალიან ბევრი მხარდამჭერი განცხადებები საზოგადოების მიმართ, კრიტიკა რეჟიმის გადაწყვეტილებების მიმართ, მაგრამ ჯერ არა სრული კვალიფიკაცია, რომ ეს არის დიქტატურა, რუსული ყაიდის დიქტატურა და ეს უნდა ითქვას. და უნდა იყოს ერთობლივი, ჩვენი და ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მოთხოვნა, რომ არჩევნები ჩატარდეს, იმიტომ, რომ პოლიტიკური ქმედება არის მხოლოდ და მხოლოდ ერთი - ახალი არჩევნები. სხვა გზა არ არსებობს. ამასთან ერთად, ცხადია ჩვენი სინდისის პატიმრების გათავისუფლება უნდა იყოს ყოველდღიური მოთხოვნა. ჩვენ ვიცით, რომ რეპრესიული რეჟიმი ამას არ აკმაყოფილებს იმთავითვე, მაგრამ ზეწოლა უნდა იყოს ყველა მიმართულებით. ზეწოლა უნდა იყოს იმ ქართულ ბიზნესზე, რომელმაც დღეს ჯერ ვერ გაიგო, რომ მისი ბედი არის დაკავშირებული ამ ქვეყნის ბედთან და არა რუსეთთან. ზეწოლა უნდა იყოს, მაგალითად, საზმაუს მიმართ, რომელიც იყო დაკავშირებული ევროპულ ბორდთან და უნდა იყოს ზეწოლა იმისთვის, რომ შეწყდეს ეს შიდა რეპრესიები, რომელიც დღეს ვრცელდება, პრაქტიკულად, ყველა უწყებაზე, - განაცხადა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ასევე თავდაცვის სამინისტროში დაანონსებული რეპრესიები დაგმო. მისი თქმით, ამ უწყების პოლიტიზირება ყოვლად დაუშვებელია.
როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, მინდა ვთქვა, რომ სრულიად მიუღებელია ის, რაც გამოცხადდა, რომ შეიძლება, ეს რეპრესიები და დათხოვნები შეეხოს ასევე თავდაცვის სამინისტრო, რამეთუ ეს არის ჩვენი ქვეყნის საყრდენი ჩვენი დამოუკიდებლობის საყრდენი და არ შეიძლება, ამ უწყების რამენაირად პოლიტიზირება და მე მინდა, მივმართო ჩვენს სამხედრო ძძალებს და ვუთხრა, რომ მე ბოლომდე ყოველთვის ვიქნები მათ გვერდში იმისთვის, რომ მათ ჰქონდესთ ყველანაირი საშუალება და უფლება, რომ ეს ქვეყანა დაიცვან, როგორც დამოუკიდებელი, დემოკრატიული, სუვერენული საქართველო, - განაცხადა პრესზიდენტმა.