"ოცნება" ცდილობს, უშინაარსო ვიზიტები ერთგვარ "აღიარებად" გაასაღოს - ზურაბიშვილი

05.02.25 17:57
"ოცნება" ცდილობს, უშინაარსო ვიზიტები ერთგვარ "აღიარებად" გაასაღოს - ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლება ცდილობს, უშინაარსო ვიზიტები ქვეყნის ფარგლებს გარეთ "ოცნების" აღიარებად გაასაღოს. ამის შესახებ მან ევროკავშირის ელჩებთან გამართული შეხვედრის შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. ზურაბიშვილის თქით, "ოცნება" ცდილობს, საზოგადოებას მოაჩვენოს, რომ კონკრეტულ ქვეყნებში მიდი-მოდის, თუმცა იქიდან ხეირიანი ვერაფერი ჩამოაქვს.

ქვეყანაში საგარეო პოლიტიკა აღარ არსებობს, - ამბობს პრეზიდენტი. 

საგარეო პოლიტიკა არ არსებობს. საგარეო პოლიტიკა არის აყვანილი მხოლოდ იმაზე, რომ საზოგადოებას მისცენ აღიარების ვითომ რაღაც ფორმები, ხელის ჩამორთმევა ვიღაცასთან, რომ ვიღაც იყოს მეორეს მხარეს და ეს გაასაღონ როგორც ერთგვარი აღიარება. ასევე ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში, საიდანაც არაფერი მოდის, შინაარსი არ გააჩნია ამ ვიზიტებს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ სადღაც ვიღაც წავიდა და ჩამოვიდა, - განაცხადა პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ყაზახეთში ვიზიტით იმყოფება.